ელექტრონული ვებ-გვერდის პირობები
მოგესალმებით,
თქვენ იმყოფებით სს „რისკების მართვისა და სადაზრვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს ელექტრონულ ვებ-გვერდზე. წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404526777) მიერ დადგენილი აღნიშნული წესებითა და პირობებით.
გაცნობებთმ რომ ქვემოთ მოყვანილი წესებითა და პირობებით რეგულირდება თქვენს მიერ ვებ-გვერდით სარგებლობა და ჩვენი მომსახურება.
ტერმინი „კომპანია“ „ჩვენ“ „ბენეფიტი“ გულისხმობს სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს, ხოლო ტერმინი „თქვენ“ „მომხმარებელი“ გულისხმობს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც იყენებს კომპანიის ვებ-გვერდს.
გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებლებთ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს.
ვებ-გვერდზე ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც შესაძლებელია ცალმხრივად შეიცვალოს სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს პირობებზე დათანხმებას. წესებისა და პირობების დასაწყისში მოცემული იქნება განახლების ბოლო თარიღი.
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ დატოვოთ კომპანიის ვებ-გვერდი.
ვებ-გვერდის გამოყენება
ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.
ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის პირადი გამოყენებისათვის ან/და არასრულწლოვანი შვილის (კანონიერი მეურვეობის შემთხვევაში-მეურვეობას დაქვემდებარებული პირის) ინტერესებისათვის.
მომხმარებელი პასუხისმგებელია ვებ-გვერდზე თავის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
ვებ-გვერდის გამოყენებას თქვენ მოახდენთ პირადად, ასევე-კანონიერი მეურვის/წარმომადგენლის მეშვეობით, შესაბამისად, ადასტურებთ, რომ მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალობას. აკრძალულია მითითებული ინფორმაციის მესამე პირზე გამჟღავნება, რათა დაცული იყოს პირად პროფილზე არსებული ინფორმაცია.
თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა პროფილის უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს თქვენი პროფილით, ჩვენ დავეყრდნობით პროფილის მონაცემებს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდით სარგებლობდით თქვენ, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის ან ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას, თუ ის შეიცვლება. ამასთან, თქვენი პირადი ნომერი, სახელი/გვარი და დაბადების თარიღის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენთან დაკავშირებით.
უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ თუ გაიგებთ, რომ თქვენი პროფილის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.
ვებ-გვერდზე და ასევე კომპანიის სხვა ვებ-გვერდზე (ასეთის არსებობისას) აკრძალული გაქვთ ცილისმწამებლური, უხამსი, დისკრედიტირებადი, კომპანიის რეპუტაციისსათვის ზიანის მიმყენებელი, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამომწვევი ქმედება ან ინფორმაციის ატვირთვა. ასევე, გეკრძალებათ ვებ-გვერდისათვის ზიანის მიყენება, ნებისმიერი მავნე პროგრამის მეშვეობით.
ვებ-გვერდის წვდომაზე შეფერხებით დამდგარ ზიანზე კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას.
კომპანია იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე ან/და გავაუქმოთ თქვენი პროფილი, რაც მოიცავს მაგრამ არ იზღუდეა იმ მითითებით, რომ მომხმარებელმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა ან სხვა რელევანტური კანონმდებლობა ან მისი ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს.
მომხმარებლის რეგისტრაციის წესები
ვებ-გვერდის მეშვეობით მომსახურების გაწევის მოთხოვნისათვის სავალდებულოა:
-
სუბიექტის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
-
რეგისტრაციის დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი წესების (დაზღვევის პირობები და ვებ-გვერდის პირობები) გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება (თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა ვებ-გვერდზე, შესაბამის ფანჯარაში ღილაკის – „დიახ“ მონიშვნა).
მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის გავლის დროს და შემდგომ მიუთითოს რეალური კომპანიის მიერ გამოთხოვილი მონაცემები (მათ შორის და არა მხოლოდ): სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, ფაქტიური და იურიდიული მისამართები და დაბადების წელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბენეფიტი უფლებას იტოვებს უარი თქვას სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, გააუქმოს რეგისტრაცია და დახუროს მომხმარებლის პროფილი.
რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.
პერსონალური ინფორმაციის გადამოწმება
ბენეფიტსი მადლობას გიხდით თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციაზე და ნდობაზე. გაითვალისწინეთ, ჩვენ პირადი ინფორმაციის დაცვას ვეკიდებით კეთილსიდნისიერად და სათანადო ყურადღებით. ჩვენი პრიორიტეტია თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. შესაბამისად, ბენეფიტი გულისხმიერების მაღალი სტანდარტით ექცევა პერსონალურ ინფორმაციას და უზრუნველყოფს მოწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა ჩვენს მიერ ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური სადაზღვევო მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიიდან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.
პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დაცვას უზრუნველყოფს სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404526777), მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას #5.
თქვენი პერსონალური ინფორმაცია არ გადაეცემა არც ერთ კომპანიას თუ ინდივიდს თქვენი ნებართვის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული პირობებისა, ამასთანავე:
-
მომხმარებელი თანახმაა დაზღვევის მიზნებისათვის და შესაბამისი მოცულობით, ბენეფიტსმა გადაამოწმოს მომხმარებლის პირადი პერსონალური ინფორმაცია ყველა აუცილებელ და რელევანტურ ბაზაში (მათ შორის და არა მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მონაცემთა გაცვლის ერთიან ბაზებში).
-
მომხმარებელი თანახმაა ავტომობილის დაზღვევის მიზნებისათვის და შესაბამისი მოცულობით, ბენეფიტსმა გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ავტომობილის თაობაზე ინფორმაცია ყველა აუცილებელ და რელევანტურ ბაზაში (მათ შორის და არა მხოლოდ შსს მომსახურების სააგენტოს ერთიან ბაზაში).
-
მომხმარებელი თანახმაა ბენეფიტსმა დაზღვევის მიზნებისათვის და შესაბამისი მოცულობით დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები.
ბენეფიტსი უფლებამოსილია, დაზღვევის მიზნებისათვის მიღებული პერსონალური მონაცემები დაამუშოს:
-
სადაზღვევო მომსახურების გაწევის მიზნით;
-
დამზღვევის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მზღვეველის ინტერესების დაცვის მიზნით;
-
ზარალის დარეგულირების მიზნებისათვის, მათ შორის ნებისმიერი კერძო თუ საჯარო დაწესებულებიდან, გამოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბენეფიტსი უფლებამოსილია, მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია დაამუშაოს, ასევე, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის-ახალი სადაზღვევო პროდუქტებისა და მომსახურების შესათავაზებლად. მონაცემთა სუბიექტს, უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მზღვეველს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი - მზღვეველისათვის წერილობითი, ელექტრონული ან სატელეკომუნიკაციო საშუალებებით მიმართვის გზით.
იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შემდგომ, მათ შორის ზარალის დადგომამდე, აღმოჩნდება, რომ მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაცია სინამდვილესთან შეუსაბამოა, მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებებისაგან.
არაპირდაპირი ინფორმაცია
არაპირდაპირი ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული პირის იდენტიფიცირებას. ამ სახის ინფორმაციას წარმოადგენს: თქვენი ინტერნეტის პროტოკოლის IP მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ მესამე პირების მეშვეობით მარკეტინგული და ანალიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სტურმობთ ჩვენს ვებ-გვერდს.
შეტყობინების მიღება
მომხმარებელი თანახმაა მომსახურების მაღალი სტანდარტისა და დაზღვევის ინტერესების მიზნებისათვის მიიღოს სატელეფონო სმს შეტყობინებები, საფოსტო ან/და ელექტრონული წერილები მის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართებზე. მომხმარებლის მიერ მითითებულ მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება (ელექტრონული წერილი ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინება) ჩაითვლება ოფიციალურად მიღებულად.
მზღვეველის მხრიდან დამზღვევისათვის შეტყობინების გაგზავნა მოხდება ამ უკანასკნელის მიერ განაცხადში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სადაზღვევო პოლისში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე ან მისამართის შეცვლის თაობაზე, ამ პირობებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მზღვეველისათვის გაცხადებულ ბოლო მისამართზე. ასეთ მისამართზე გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება/კორესპონდენცია ჩაითვლება დამზღვევის მიერ მიღებულად, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს ან/და არ იმყოფებოდეს ან მისამართი არაზუსტად იყოს მიწოდებული მზღვეველისათვის.
ბენეფიტს აქვს უფლება თავად შეამოწმოს და განსაზღვროს, არის თუ არა მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი და დაზღვევის ხელშეკრულებასთან შესაბამისი. შეუსაბამობის შემთხვევაში ბენეფიტსი უფლებამოსილია იმოქმედოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ან/და გააუქმოს ელექტრონული რეგისტრაცია/განაცხადი წინასწარი შეტყობინების გარეშე.
პირობების ცვლილება
ბენეფიტსი უფლებამოსილია ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ელექტრონული ვებ-გვერდის პირობებში. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.
კონფიდენციალობა
მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის ნებისმიერი ფორმით (ზეპირი ან წერილობითი) მიწოდებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად და არ შეიძლება მისი მესამე პირისათვის გადაცემა მეორე მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ინტელექტუალური საკუთრება
ბენეფიტსის ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ობიექტი წარმოადგენს ბენეფიტსის საკუთრებას, მათ შორის და არა მხოლოდ: დიზაინის ელემენტები და მახასიათებლები, ლოგო, ტექსტი, გრაფიკული გამოსახურლებები, პროგრამები, ილუსტრაციები და სხვა ნებისმიერი ტიპის ობიექტი. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, იკრძალება: კონტენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება, ბენეფიტსის წერილობითი ნებართვის გარეშე;
იურისდიქცია
წინამდებარე პირობებზე დათანხმებით და ჩვენი მომსახურბის მიღებისას ითვლება, რომ ხელშეკრულება დადებულია საქართველოში, კერძოდ ქ. თბილისში.