ანაზღაურება
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
- დოკუმენტაციის წარმოდგენისა და ანაზღაურების მოთხოვნის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების მიხედვით.
- დაზღვეული ვალდებულია, ორიგინალი ფინანსური დოკუმენტაციის კომპანიისთვის მოწოდება უზრუნველყოს ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
- სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, სრული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 - 2 სამუშაო დღისა, თუ ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ვადა განისაზღვრება 3 - 5 სამუშაო დღით.
- ჰოსპიტალური მომსახურებების და სტომატოლოგიური მომსახურების ცალკეულ შემთხვევებში ანაზღაურების მისაღებად მოითხოვება დოკუმენტაციის წარმოდგენა სათაო ოფისში.
- ანაზღაურების სქემა იდენტურად ვრცელდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მიღებულ სამედიცინო მომსახურებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ანაზღაურების მოთხოვნისას აუცილებელია ორიგინალი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
- სტომატოლოგიურ მომსახურებას სრულად ლიმიტის ფარგლებში
- ყველა მოთხოვნის ანაზღაურება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღის ოფიციალური გაცვლითი კურსით.
ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია:
- ონლაინ ოფისის გამოყენებით - ანაზღაურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა და გადმოგზავნა.
- კომპანიის ელ.ფოსტის გამოყენებით - ანაზღაურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადმოგზავნა შემდეგ ელ.მისამართზე: assistance@benefits.ge ან მიწოდება მომსახურე პერსონალური მენეჯერისთვის
- სათაო ოფისში ვიზიტის განხორციელებით - ანაზღაურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა ანაზღაურების მენეჯერთან.
გასათვალისწინებელია, რომ ანაზღაურების სქემა განისაზღვრება ინდივიდუალურად და შესაძლოა განსხვავდებოდეს დაზღვეულთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. სასურველია, ანაზღაურების მოთხოვნამდე დაზღვეულის მხრიდან მოხდეს ანაზღაურების პირობებისა და ვადების გადამოწმება კონტაქტის მიხედვით.