fb client
29/01/2024

სს “რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია”-ს გენერალური დირექტორი, საზოგადოების აქციონერებს იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებაზე.

 

მოსაწვევი

სს “რისკების მართვის და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია”-ს (ს/კ: 404526777) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე

29 იანვარი, 2024წ.                                                                              თბილისი, საქართველო

სს “რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია”-ს (ს/კ: 404526777, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ჭანტურიას ქ., N5, საცხოვრებელი ფართი N3) („საზოგადოება“) გენერალური დირექტორი, საზოგადოების აქციონერებს იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებაზე (“კრება”). კრება გაიმართება 2024 წლის 20 თებერვალს, დღის 11:00 საათზე, საზოგადოების სათაო ოფისში მისამართზე: გ. ჭანტურიას ქ. N5, თბილისი, 0108, საქართველო.

 

კრების დღის წესრიგი იქნება შემდეგი:

1.         საზოგადოების კაპიტალის გაზრდა;

2.         საზოგადოების განახლებული წესდების დამტკიცება;

3.         საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების დამტკიცება;

4.         საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევა;

კრების დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ საზოგადოების გენერალური დირექტორისგან, ხოლო განმარტებებისა და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული გენერალური დირექტორის წინაშე, კრებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოებისგან მისამართზე: გ. ჭანტურიას ქ. N5, თბილისი, 0108, საქართველო.

საზოგადოების აქციონერთა 2024 წლის 20 თებერვლის კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“, 2024 წლის 29 იანვრის (კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ მითითებულ რეგისტრატორთან მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 74ა.

კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, შესაბამისი მინდობილობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.

გენერალური დირექტორი

კახაბერ ამაღლობელი