Thank You to our Primary Care Physicians!
საკმაოდ რთული და დატვირთული წელიწად-ნახევარი გავიარეთ. პანდემიასთან ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში ხდება და ამაში ყველა ჩართულია. ზოგი პროფესიულად, ზოგი კი აცრით, დისტანციის დაცვითა და პირბადის ტარებით.
COVID -19-ის მართვის პროცესში ჩართულ ჩვენს ოჯახის ექიმებს და მათ ასისტენტებს გადავეცით მადლობის სიგელები. ისინი 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ და ზრუნავენ ჩვენი დაზღვეულების ჯანმრთელობაზე. ყოველდღიური ზარები, დისტანციური მკურნალობა, ზრუნვა, გამხნევება და სხვა კონსულტაციების გაწევა მათთვის ნორმად იქცა. ჩვენ კი ყოველ დღე გვირეკავენ ან გვწერენ ჩვენი დაზღვეულები და დიდ მადლობას გვიხდიან ესეთი გულისხმიერი და ყურადღებიანი ექიმებისთვის.
მთელი კომპანიისა და ჩვენი დაზღვეულების სახელით, დიდ მადლობას ვუხდით მათ და ჩვენს ღირსეულ სამედიცინო პერსონალს მთელი საქართველოს მასშტაბით!