ავტომფლობელთა დაზღვევის პირობები
(საცალო)
ნაწილი I
წინამდებარე ნაწილი მოიცავს შემდეგ სექციებს:
სექცია I - მატერიალური ზიანის დაზღვევა;
სექცია II - მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა;
სექცია III - მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევა;
დაზღვეული სექცია მიეთითება შესაბამისი დაზღვევის პოლისის სერთიფიკატში და მისთვის მოქმედებს შესაბამისი სექციის პირობები და ნაწილი II-ის გათვალისწინებული პირობები
სექცია I - მატერიალური ზიანის დაზღვევა
1.დაზღვევის ინტერესი / სადაზღვევო შემთხვევა
1.1. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვეული ავტომობილის (ძარის, ქარხნულად დამონტაჟებული ნაწილების/მოწყობილობების) სრული ან ნაწილობრივი ზიანი გამოწვეული პოლისის სერთიფიკატში მითითებული დაფარვით გათვალისწინებული რისკების დადგომის შედეგად:
1.1.1. საბაზისო დაფარვა:
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
- ხანძარი, აფეთქება;
დაფარვით გათვალისწინებულია ევაკუატორის მომსახურება სადაზღვევო შემთხვევის დროს მზღვეველის მიერ მითითებულ სერვის-ცეტნრამდე;
1.1.2. სრული დაფარვა:
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
- ხანძარი, აფეთქება;
- საგნის ვარდნა;
- მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი
დაფარვით გათვალისწინებულია ევაკუატორის მომსახურება სადაზღვევო შემთხვევის დროს მზღვეველის მიერ მითითებულ სერვის-ცეტნრამდე;
1.1.3. პრემიუმ დაფარვა:
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
- ხანძარი, აფეთქება;
- საგნის ვარდნა;
- მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი;
- სტიქიური მოვლენები: ჰაერის მასების მოძრაობა 25მ/წმ-ზე მეტი სიჩქარით წყალდიდობა,დიდთოვლობა, მეწყერი, მიწისძვრა და სეტყვა;
- დაფარვით გათვალისწინებულია ევაკუატორის მომსახურება სადაზღვევო შემთხვევის დროს მზღვეველის მიერ მითითებულ სერვის-ცეტნრამდე;
- დამზღვევი ასევე ისარგებლებს 24 საათიანი ავტო-ასისტანსით.
1.2. წინამდებარე პირობებით არ იფარება და ანაზღაურებას არ ექვემდებარება:
1.2.1. დაზიანება, რაც არ არის გამოწვეული დაზღვეული რისკებით;
1.2.2. ქურდობა/ძარცვით დამდგარი ზარალი, თუ ამ დროს დაზღვეულ ავტომობილში დატოვებულია გასაღები და/ან ღიაა კარი/ჩაწეულია შუშა;
1.2.3. ზარალი, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი პირის მიერ ჩადენილი თაღლითობით, გამოძალვით, მითვისებით ან ასეთის მცდელბით;
1.2.4. ცვეთა, მიმდინარე/პროფილაქტიკური მომსახურების ხარჯები;
1.2.5. ტექნიკური წუნი და ტექნიკური წუნით გამოწვეული დაზიანება;
1.2.6. დაზიანება, გამოწვეული მექანიკური, ელექტრო, ელექტრონული, კომპიუტერის ან კომპიუტერული უზრუნველყოფის დაზიანებით ან მწყობრიდან გამოსვლით, თუ ამგვარი არ არის გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევით;
1.2.7. ავტომობილის შეკეთების შედეგად წარმოქმნილი გაუფასურება;
1.2.8. ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია დაზღვეული ავტომობილის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან სადაზღვევო შემთხვევამდე არსებულთან შედარებით;
1.2.9. ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევამდე არსებულ დაზიანებასთან;
1.2.10. საბურავ(ებ)ის, დისკ(ებ)ის ცალკეული დაზიანება, რაც არ არის გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით;
1.2.11.დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული ავტომობილის სავალი ნაწილის, ტრანსმისიის და ძრავის დაზიანება;
1.2.12.დამზღვევის და/ან მოსარგებლის ნებისმიერი არაპირდაპირი ზიანი (მიუღებელი შემოსავალი), რომელიც სადაზღვევო შემთხვევის შედეგია;
1.2.13.დაზღვეული ავტომობილის მესაკუთრის ან/და მძღოლისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული თუ სხვა სახის ჯარიმა, ასევე, საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯები, დაკავშირებული დაზღვეული ავტომობილის ექსპლუატაციასთან;
1.2.14. კონფისკაცია, დაპატიმრება, დაკავება ან სახელმწიფო ორგანოების დავალების შედეგად გამოწვეული დაზიანება/ზარალი;
1.2.15. ნაწილი II-ს მე-4 პუნქტით (საერთო გამონაკლისები) გათვალისწინებული შემთხვევები;
2.სადაზღვევო თანხა და სადაზღვევო ანაზღაურება
2.1. მზღვეველის მიერ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური მოცულობა გამოყენებული ფრანშიზის ოდენობის ჩათვლით არ აღემატება პოლისის სერთიფიკატში მითითებულ სადაზღვევო თანხას;
2.2. სადაზღვევო თანხა განისაზღვრება დაზღვევის მომენტისთვის ავტომობილის საბაზრო ღირებულებით და მითითებულია სერთიფიკატში;
2.3. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის სადაზღვევო თანხა აღმოჩნდება ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები (შემცირებული ან არასრული დაზღვევა, სსკ-ის 827 მუხლის მიხედვით) მაშინ ზარალის ანაზღაურება მოხდება დაზღვეული ავტომობილის სადაზღვევო თანხასა და საბაზრო ღირებულებას შორის არსებული პროპორციით, იმგვარად, რომ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდეს იმ წილს ზარალისა, რამდენიც არის სადაზღვევო თანხა დაზღვეული ავტომობილის საბაზრო ღირებულებაში. ამასთანავე, ფრანშიზა გამოიქვითება პროპორციულობის მეთოდის გამოყენების შემდეგ;
2.4. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება:
2.4.1. სრული ზარალისას – ზარალის დადგომის მომენტისთვის ავტომობილის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხით პოლისში მითითებული ფრანშიზის, სადაზღვევო შემთხვევის მომენტისთვის უკვე ანაზღაურებული თანხების (მათ შორის სადაზღვევო შემთხვევის დროს ევაკუტორის მომსახურების ხარჯები) და დამზღვევის მიერ დარჩენილი სადაზღვევო პერიოდისთვის მზღვეველისთვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის (ასეთის არსებობისას) გამოკლებით;
2.4.2. ნაწილობრივი ზარალისას – ხარჯებით/შეკეთების ღირებულებით (სადაზღვევო თანხის ფარგლებში), რომელიც აუცილებელია ავტომობილის სადაზღვევო შემთხვევის მომენტისთვის არსებულ მდგომარებამდე აღსადგენად (მათ შორის სადაზღვევო შემთხვევის დროს ევაკუტორის მომსახურების ხარჯები) ფრანშიზის გამოკლებით;
2.4.3. იმ შემთხვევაში, თუ ზარალის ოდენობა აღემატება სადაზღვევო თანხის 40%-ს და სადაზღვევო შემთხვევა მოხდა არაერთჯერადი გადახდის გრაფიკისას პრემიის სრულ გადახდამდე, სადაზღვევო ანაზღაურებიდან გამოიქვითება გადაუხდელი პრემიის ოდენობა;
2.5. თუ დაზღვეული ავტომობილის ასაკი არ აღემატება 3 (სამი) წელს და ამასთანავე, მასზე მოქმედებს ოფიციალური სადილეროს საგარანტიო მომსახურება, შეკეთების ღირებულების განსაზღვრისას მზღვეველი დაეყრდნობა საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ლიცენზირებული შემკეთებელი ავტოსერვის ცენტრის კალკულაციას, სხვა დანარჩენ შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია თავად შეარჩიოს ავტოსერვის ცენტრი და სადაზღვევო ანაზღაურება გასცეს საბაზრო ფასებიდან გამომდინარე. ამასთანავე თუ დაზღვეული ავტომობილის ასაკი აღემატება 10 (ათი) წელს და სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ნაწილები არ ექვემდებარება აღდგენას, ანაზღაურდება აღნიშნული ნაწილების მეორადი ნაწილებით ჩანაცვლების ღირებულება ან აღნიშნული ნაწილების არა-ორიგინალი ნაწილებით ჩანაცვლების ღირებულება;
2.6. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ზარალის ოდენობაზე, ზარალის შეფასება უნდა მოხდეს დამოუკიდებელი საექსპერტო დაწესებულების მიერ. ასეთი ექსპერტიზის ხარჯები მხარეთა შორის გადანაწილდება შემდეგი პრინციპის შესაბამისად:
1)ექსპერტიზის დანიშვნის ინიციატორი მხარე გაიღებს ჩასატარებელ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.
2)თუ ექსპერტიზის დანიშვნა ხდება ორივე მხარის ინიციატივით, საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე,ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თანაბრად გადანაწილდება მხარეთა შორის.
2.7. მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სადაზღვევო შემთხვევვის დარეგულირების დოკუმენტზე მხარეთახელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
2.8. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა უშუალოდ მოსარგებლეზე, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც 2.5. პუნქტისშესაბამისად ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს ლიცენზირებული შემკეთებელი ავტოსერვის ცენტრისკალკულაცია;
2.9. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ, მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს საკუთრების უფლებისგადაცემა
•სრული ზარალისას - დაზღვეულ ავტომობილზე
•ნაწილობრივი ზარალისას - დაზიანებულ ნაწილ(ებ)ზე
რომელიც გადაეცემა მის მიერ მითითებულ ადგილას. შესაბამისად, დამზღვევი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და აუცილებელია აღნიშნული მიზნისთვის;
2.10. 2.10. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დამზღვევის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია განადგურებული ავტომობილის/დაზიანებული ნაწილების ნარჩენი საბაზრო ღირებულება გამოქვითოს გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების თანხიდან ან თუ სადაზღვევო ანაზღაურება უკვე გაცემულია, მოითხოვოს ასეთი თანხების ანაზღაურება დამზღვევისგან.
სექცია II - მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა
1.დაზღვევის ინტერესი / სადაზღვევო შემთხვევა
1.1. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და/ან ქონებისთვის მიყენებული ზიანი:
1.1.1. სერთიფიკატში მითითებული უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტომობილის მართვისა/გამოყენების დროს.
1.1.2.დაზღვეული ავტომობილის მგზავრ(ებ)ის მიერ დაზღვეული ავტომობილის გამოყენების (ჩაჯდომა-გადმოსვლის) დროს
1.2. წინამდებარე პირობებით იფარება:
1.2.1. დაზარალებული პირისათვის გადასახდელი კომპენსაცია, რომელიც დაეკისრა დამზღვევს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით (გარდა დამზღვევის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ან/და მის მიერ სარჩელის ცნობისა);
1.2.2. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია, თუ მისი ოდენობა და გარემოებები მზღვეველთან წერილობით იქნება შეთანხმებული და თუ დაზარალებული წერილობით დაადასტურებს, რომ მას არ გააჩნია არავითარი სხვა პრეტენზია შესაბამის სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით;
1.2.3. სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯები (სადაზღვევო თანხის 20%-ის ფარგლებში), რაც დაკავშირებულია ზარალის დარეგულირებასთან;
1.2.4. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზარალებული პირ(ებ)ის სიცოცხლის ან/და ქონების გადასარჩენად, ან ზიანის შესამცირებლად გაწეული მიზანშეწონილი და გონივრული ხარჯები;
1.3. წინამდებარე პირობებით არ იფარება:
1.3.1. იმ ქონებისთვის მიყენებულ ზიანი, რომელიც წარმოადგენს უფლებამოსილი მძღოლის საკუთრებას, მინდობილი საკუთრების სახით ინახება მასთან, გადაიზიდება დაზღვეული ავტომობილით ან დაზღვეულ ავტომობილზე მიმაგრებული ნებისმიერი მისაბმელით;
1.3.2. მესამე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება/გარდაცვალება სადაზღვევო შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ;
1.3.3. ნებისმიერი სახის მორალური ზიანი;
1.3.4. წმინდა ფინანსური ზარალი, როდესაც არ იკვეთება მესამე პირის ქონების და ჯანმრთელობის დაზიანება /განადგურება;
1.3.5. ნებისმიერი სახის სტიქიური მოვლენით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევა;
1.3.6. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ზარალის ოდენობის აღიარება და სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯის გაწევა, რომელიც არ იყო წერილობით შეთანხმებული მზღვეველთან. ასეთ შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე;
1.3.7. ნაწილი II-ს მე-4 პუნქტით (საერთო გამონაკლისები) გათვალისწინებული შემთხვევები;
2.სადაზღვევო ლიმიტი და სადაზღვევო ანაზღაურება
2.1. სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური მოცულობა გამოყენებული ფრანშიზის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის ჩათვლით არ აღემატება პოლისში მითითებულ სადაზღვევო ლიმიტს;
2.2. სადაზღვევო ლიმიტი და ქველიმიტი მითითებულია სერთიფიკატში;
2.3. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპენსაციის/ანაზღაურების ოდენობა (პოლისით განსაზღვრულ სადაზღვევო თანხის ფარგლებში), გამოანგარიშდება შემდეგი წესით:
2.3.1. მესამე პირის გარდაცვალების ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში - მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა:
- დოკუმენტურად დადასტურებული ხელფასი (შემოსავალი), რომელიც დაზარალებულმა დაკარგაშრომისუნარიანობის სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვის გამო, მაგრამ არაუმეტეს უშუალოდ სადაზღვევოშემთხვევამდე 1 (ერთი) წლის განმავლობაში მიღებული ასეთი სახის ჯამური შემოსავლისა;
- დაზარალებული პირის სამკურნალოდ საჭირო თანხები
- დაზარალებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი, მაგრამარაუმეტეს უშუალოდ სადაზღვევო შემთხვევამდე 1 (ერთი) წლის განმავლობაში მიღებული ასეთი სახისჯამური შემოსავლისა. ამ პუნქტში აღნიშნული რისკის დადგომის შემთხვევაში, ზარალი აუნაზღაურდებამხოლოდ დაზარალებული პირის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
2.3.2. მესამე პირისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების შემთხვევაში:
- ქონების სრული განადგურების შემთხვევაში განადგურებული ქონების საბაზრო ან აღდგენითი ღირებულებისოდენობას, გადარჩენილი ნაწილების ღირებულების (ნარჩენი ღირებულების) გამოქვითვით;
- ქონების ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში – სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებამდე არსებულმდგომარეობამდე მისაყვანად საჭირო შეკეთების ხარჯებს;
2.4. ერთი შემთხვევისგან გამოწვეული დანაკარგი განხილულ იქნება როგორც ერთი სადაზღვევო შემთხვევა. ამ დაზღვევით არავის აქვს უფლება, ორჯერ ან მეტჯერ მიიღოს ანაზღაურება ერთი და იმავე ზიანისთვის;
2.5. იმ შემთხვევაში, თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დადგა დამზღვევის პასუხისმგებლობა რამდენიმე პირის მიმართ და მისი ჯამური ოდენობა აჭარბებს სადაზღვევო თანხას, მოხდება პროპორციული წესით ანაზღაურება შესაბამისი სექციით განსაზღვრული სადაზღვევო თანხის ფარგლებში;
სექცია III - მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევა
1.დაზღვევის ინტერესი / სადაზღვევო შემთხვევა
1.1. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის და/ან მგზავრ(ებ)ის, ჯანმრთელობისთვის/სიცოცხლისთვის მიყენებულ ზიანი;
1.2. წინამდებარე პირობებით არ იფარება უფლებამოსილი მძღოლის და/ან მგზავრ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება/ გარდაცვალება სადაზღვევო შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ;
2.სადაზღვევო ლიმიტი და სადაზღვევო ანაზღაურება
2.1. სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური მოცულობა გამოყენებული ფრანშიზის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის ჩათვლით არ აღემატება პოლისში მითითებულ სადაზღვევო ლიმიტს;
2.2. სადაზღვევო ლიმიტი და ქველიმიტი მითითებულია სერთიფიკატში;
2.3. ერთ პირზე ქველიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული შემდეგი ხარჯები/კომპენსაცია:
- ამბულატორიული მკურნალობა - 1000 ლარი;
- სადაზღვევო შემთხვევის შედეგად კიდურების/ორგანოების დაკარგვისათვის გათვალისწინებული კომპენსაციაქვემოთ მოყვანილი საკომპენსაციო ცხრილის მიხედვით, სადაც 100%-ით ანაზღაურება უდრის შესაბამისიანაზღაურების ქველიმიტს ერთ პირზე (უკვე ანაზღაურებული თანხის გამოქვითვით):
- მხედველობის სრული დაკარგვა ორივე თვალში - 100%;
- ორივე მკლავის ან ორივე ხელის მტევნის პარალიზება ან ამპუტაცია - 100%;
- ორივე ყურში სმენის სრული დაკარგვა - 60%;
- ქვედა ყბის მოცილება 100%;
- მეტყველების უნარის დაკარგვა, გამოწვეული ხმის იოგების დაზიანებით 100%;
- ორივე ფეხის პარალიზება ან ამპუტაცია 100%;
- ორივე ხელის პარალიზება ან ამპუტაცია 100%
- ერთი ხელის პარალიზება ან ამპუტაცია იდაყვის სახსრის ზევით 70%;
- ერთი ხელის პარალიზება ან ამპუტაცია იდაყვის სახსრის ქვემოთ 60%;
- ცერა თითის პარალიზება ან ამპუტაცია 20%;
- საჩვენებელი თითის პარალიზება ან ამპუტაცია 10%;
- ნებისმიერი სხვა თითის პარალიზება ან ამპუტაცია 5%;
- ერთი ფეხის პარალიზება ან ამპუტაცია მუხლს ზევით 60%;
- ერთი ფეხის პარალიზება ან ამპუტაცია მუხლს ქვევით 50%;
- ერთი ტერფის პარალიზება ან ამპუტაცია 40%;
- მხედველობის ცალმხრივი დაკარგვა - 50%;
- მხედველობის ცალმხრივი დაკარგვა, თუ მეორე თვალში მხედველობა უბედურ შემთხვევამდე იყოდაკარგული - 70%;
- ცალმხრივი სმენის დაკარგვა ტრავმის შედეგად 20%;
- ცალმხრივი სმენის დაკარგვა, თუ მეორე ყურში სმენა უბედურ შემთხვევამდე იყო დაკარგული - 50%;
- გემოს აღქმის უნარის დაკარგვა 10%;
- ყნოსვის უნარის დაკარგვა 10%;
- ელენთის დაკარგვა 10%;
- ერთი თირკმლის დაკარგვა 20%;
- სრული შრომისუუნარობა - 100%
2.4. რამდენიმე ორგანოს დაზიანების შემთხვევაში, პირველი პროცენტული ანაზღაურების შემდეგ ყოველი შემდგომი დამატებითი პროცენტი გამოითვლება ანაზღაურების ლიმიტის დარჩენილი თანხიდან;
2.5. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში მის მემკვიდრეებს (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად) აუნაზღაურდებათ ერთ პირზე ქველიმიტის 100%, მის მკურნალობაზე უკვე გაწეული ხარჯების გამოკლებით;
2.6. დაზარალებულის მემკვიდრის არარსებობის შემთხვევაში ანაზღაურდება მხოლოდ დაკრძალვის ხარჯები;
2.7. თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაშავდა/გარდაიცვალა ერთზე მეტი პირი, ხოლო ჯამური ზარალი აჭარბებს პოლისში მითითებული ანაზღაურების ლიმიტს, თითოეული მხარე მიიღებს ანაზღაურებას საერთო ზარალში მისი წილის შესაბამისად სადაზღვევო თანხის ფარგლებში;
ნაწილი II
1.ტერმინთა განმარტებები
1.1. წინამდებარე დოკუმენტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, მასში მოცემულ შემდეგ ტერმინებსა და გამოთქმებს ექნება შემდეგი მნიშვნელობა:
გამომუშავებული პრემია – პრემიის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება დაზღვევის დაწყებიდან კონკრეტულ თარიღამდე პერიოდის შეფარდებას საწყის სადაზღვევო პერიოდთან;
დაზღვევის პირობები (პირობები) – მზღვეველის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება დაზღვევის პირობები;
დაზღვევის პოლისი / პოლისი - დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სერთიფიკატის, განაცხადის და დაზღვევის პირობების ერთობლიობას;
დაზღვევის პოლისის სერთიფიკატი / სერთიფიკატი - პოლისის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია პოლისის მონაწილე მხარეებზე და პოლისით გათვალისწინებულ დაზღვევაზე;
დაზღვევის (დაფარვის) ტერიტორია – სერთიფიკატში მითითებული კონკრეტული მისამართი ან ტერიტორია, სადაც ვრცელდება დაზღვევა. დაზღვევა არ ვრცელდება ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე;
დამზღვევი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელმაც მზღვეველთან გააფორმა დაზღვევის პოლისი;
მზღვეველი - სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა სადაზღვევო საქმიანობას და დამზღვევზე გასცემს დაზღვევის პოლისს;
მოსარგებლე / დაზღვეული - პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე პირობების, პოლისისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; წინამდებარე პირობებისთვის დამზღვევის სახელით მოქმედი პირი ასევე წარმოადგენს მოსარგებლეს/დაზღვეულს და არა მხოლოდ;
მხარეები - მზღვეველი და დამზღვევი ერთობლივად;
მესამე პირი - ნებისმიერი პირი (ფიზიკური ან იურიდიული), რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას მიადგა ზიანი დაზღვეული ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად, გარდა უშუალოდ დაზღვეული ავტომობილის მგზავრებისა და/ან უფლებამოსილი მძღოლის/დამზღვევის/მოსარგებლის/ავტომობილის მესაკუთრის და/ან მათი ოჯახის წევრების და/ან თანამშრომლებისა;
სადაზღვევო თანხა / ანაზღაურების ლიმიტი – სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა.;
სადაზღვევო პერიოდი – დაზღვევის მოქმედების ვადა, რომელიც მითითებულია სერთიფიკატში;
სადაზღვევო პრემია / პრემია - დაზღვევის ღირებულება. პრემიის ოდენობა და გადახდის წესი მითითებულია სერთიფიკატში;
სადაზღვევო რისკი / დაზღვეული რისკი - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა;
სამუშაო დღე - ნებისმიერი დღე შაბათის, კვირის ან კანონმდებლობით განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა, როდესაც საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ თავიანთ ჩვეულებრივ საქმიანობას;
ფორს-მაჟორი – მხარეთათვის გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოება, რომელიც:
ა) არ არის დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა თუ დაუდევრობასთან,
ბ) დაიწყო ან განვითარდა პოლისის გაცემის შემდეგ და გ) პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს იმ მხარის წინამდებარე პირობების ან/და პოლისით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან/და ჯეროვნად შესრულებაზე, რომელიც მიუთითებს ფორს-მაჟორულ გარემოებაზე;
ფრანშიზა - თანხა, რომელსაც არ აანაზღაურებს მზღვეველი (არაანაზღაურებადი მინიმუმი) და აკლდება სადაზღვევო ანაზღაურებას თითოეულ და ყველა შემთხვევაზე;
შენატანი - პერიოდულად გადასახდელი პრემიის შემთხვევაში, კონკრეტული პერიოდისათვის გადასახდელი პრემიის ნაწილი;
დაზღვეული ავტომობილი (ავტომობილი) - სერთიფიკატში მითითებული დამზღვევის/მოსარგებლის კანონიერ მფლობელობაში არსებული ავტომობილი, გარდა საქართველოში არარეგისტრირებული, ბრონირებული/ანტიკვარული/სპეც. შეკვეთით დამზადებული/უნიკალური მოდელის ავტომობილ(ებ)ის, მათ შორის რომელშიც ჩამონტაჟებულია აპარტურა/დანადგარი; ასევე მოტოციკლ(ებ)ის, კვადროციკლ(ებ)ის და სპეც. ტექნიკის
ნარჩენი ღირებულება - სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ ავტომობილის/დაზიანებული ნაწილ(ებ)ის საბაზრო ღირებულება განსაზღვრული მხარეთა მიერ დანიშნული კომპეტენტური პირის მიერ ან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;
წყალდიდობა - კოკისპირული წვიმის, ტაიფუნის, შტორმის, თოვლის დნობის გამო მდინარეების, ტბების, ზღვის, წყალსაცავის ნაპირებიდან გადმოსვლა და შედეგად მიწის იმ ნაწილის წყლით დატბორვა, რომელიც ჩვეულებრივ წყლით არ არის დაფარული;
დიდთოვლობა - დიდთოვლობის დროს თოვლის სიმძიმე
საბაზრო ღირებულება - ღირებულება, რომელიც ყალიბდება ადგილობრივ ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) ავტომობილის და/ან მისი ცალკეული ნაწილების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზე მოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე დადებული გარიგების საფუძველზე;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა - საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა (ნებისმიერ საგანზე შეჯახება, საგნის დაცემა, მოყინულ გზაზე მოცურების შედეგად შეჯახება) რომლის დროსაც, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი ან ნაგებობა, დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი და აღნიშნული ფაქტი უტყუარად დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით.
სადაზღვევო შემთხვევა – წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის შედეგადაც დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი, დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად დამდგარი ზარალი
სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების დოკუმენტი - დამზღვევის, მოსარგებლის და მზღვეველის მიერ პოლისის პირობების შესაბამისად მხარეთა ორმხრივად შეთანხმებული და ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა, მისი გაცემის ფორმა და წესი.
სრული ზარალი / განადგურება - ავტომობილი შეიძლება ჩაითვალოს სრულად განადგურებულად, თუ მისი აღდგენის ღირებულება აჭარბებს საბაზრო ღირებულების 70%-ს ან ავტომობილის ქურდობით, ძარცა, ყაჩაღობით გამოწვეული ზარალი;
უფლებამოსილი მძღოლი - დაზღვევის პოლისში (განაცხადში) მითითებული, დაზღვეული ავტოტრანსპორტის შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირი მართვის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილებით, რომლის ასაკი არანაკლებ 21 წელია. წინამდებარე პირობებისთვის დამზღვევის სახელით მოქმედი პირი ასევე წარმოადგენს უფლებამოსილ მძღოლს და არა მხოლოდ;
24 საათიანი ავტო-ასისტანსი - დამზღვევის მიერ შემდეგი მომსახურებით უსასყიდლო სარგებლობა:
- საბურავის შეცვლის სერვისი (მხოლოდ დაზღვეულის სათადარიგო საბურავით)
- ავტომობილის დაქოქვა ელექტროხელსაწყოს საშუალებით;
- საწვავის მიწოდება (მიწოდებული საწვავის ღირებულებას იხდის დამზღვევი)
- ავტომობილის გაუმართაობის შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება უახლოესავტოშემკეთებელ პუნქტამდე (იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი თავისი სვლითვერ გადაადგილდება და თუ მისი ნებადართული მასა არ აღემატება 3,5 ტონას)
აღნიშნული მომსახურების ტერიტორიული არეალია: თბილისის მუნიციპალიტეტი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი, ასევე აღნიშნული ქალაქებიდან 10კმ რადიუსის დაშორება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ხაშურის მუნიციპალიტეტი;
1.2. პოლისში მხოლობით რიცხვში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ მრავლობითი მნიშვნელობა და პირიქით, მრავლობით რიცხვში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ მხოლობითი მნიშვნელობა, თუ კონტექსტით სხვა რამ არ გამომდინარეობს.
1.3. პოლისში გამოყენებული ყველა სხვა ტერმინი გამოიყენება და განიმარტება კანონმდებლობის შესაბამისად.
2.შემთხვევის დადგომისას
2.1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი/უფლებამოსილი მძღოლი ვალდებულია:
2.1.1. დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მზღვეველს 24 საათიან ცხელ ხაზზე +995 322 2500001 გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამზღვევის/უფლებამოსილი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია სატელეფონო შეტყობინების დატოვება, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით;
2.1.2. დაუყოვნებლივ განაცხადოს შემთხვევის ფაქტზე შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში;
2.1.3. მზღვეველის და შსს-ს წარმომადგენლების მისვლამდე უზრუნველყოს სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობის შენარჩუნება ობიექტური შესაძლებლობისა და მოქალაქეობრივი უფლებამოსილების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულის საწინააღმდეგო მითითება გაიცემა მზღვეველის (ზეპირი/სატელეფონო) ან შსსს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ;
2.1.4. მიიღოს გონივრული და ხელმისაწვდომი ზომები სადაზღვევო შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის გადასარჩენად და ზარალის მოცულობის შესამცირებლად;
2.1.5. დაუყოვნებლივ აცნობოს მზღვეველს ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ აღძრული ნებისმიერი სარჩელის თაობაზე და სამართლებრივ პროცედურაბზე, აგრეთვე, ნებისმიერ გაცხადებულ ან პოტენციურ/შესაძლო პრეტენზიაზე;
2.1.6. არ აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გასცეს პირობა ზიანის კომპენსაციაზე მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე;
2.1.7. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა წარუდგინოს მზღვეველს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია, რომელთა ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს (შემცირდეს ან გაიზარდოს) მზღვეველის მხრიდან ყოველი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე:
2.1.7.1. სექცია I-სთვის:
- წერილობითი განცხადება სადაზღვევო შემთხვევის აღწერითა და ანაზღაურების მოთხოვნით;
- სადაზღვევო პოლისის ასლი;
- შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ოფიციალური ფორმით გაცემული (დამოწმებულიუფლებამოსილი პირის ბეჭდითა და ხელმოწერით) სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელიდოკუმენტი; საგზაო შემთხვევისას ცნობა საპატრულო პოლიციიდან (ცნობა საპატრულოპოლიციიდან მზღვეველის მხრიდან არ მოითხოვება სტიქიური მოვლენებით გამოწვეულისადაზღვევო შემთხვევის დროს და ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის (მოძრაობის)დროს საქარე მინის დაზიანების შემთხვევაში), კანონმდებლობით დადგენილი ფორმით,რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი და თარიღი,საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ყველა მონაწილის ვინაობა, შემთხვევის მოხდენაზეპასუხისმგებელი პირი (პირები), აგრეთვე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები;
- ავტომობილის ტექნიკური პასპორტის ასლი, ხოლო ორიგინალი – ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის,ასევე, სრული განადგურების შემთხვევაში;
- მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;
- ცნობა მძღოლის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკურ ნივთიერებათაზეგავლენის ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის თაობაზე;
- კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, მზღვეველის მიერ მოთხოვნილი ყველა სხვააუცილებელი საბუთი;
- თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოწვეულია მესამე პირის ქმედებით, მზღვეველს უნდაწარმოუდგინოს ინფორმაცია ასეთი მესამე პირის შესახებ, კერძოდ: სახელი, გვარი, მისამართი,საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ასეთის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში);
- მოსარგებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები;
2.1.7.2. სექცია II და III-თვის გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვების ძალაში არსებობის შემთხვევაში, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები გარდა სექცია I-სთვის საჭირო ზემოთ მითითებული დოკუმენტაციისა:
- შეტყობინება დაზარალებული მესამე პირის (პირების) მიერ პრეტენზიის წაყენების შესახებ;
- დოკუმენტები სამედიცინო დაწესებულებებიდან, რომელთაც დაზარალებულთა ჯანმრთელობისმდგომარეობაზე კომპეტენტური ექსპერტიზის ჩატარებისა და საექსპერტო დასკვნის გაკეთებისუფლება აქვთ (საავადმყოფო ფურცლის ასლი, ცნობა მკურნალობის შესახებ, საექსპერტო კომისიისდასკვნა და სხვ.);
- იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეულსა და დაზარალებულს შორის მიმდინარეობს დავა მომხდარშემთხვევასთან დაკავშირებით - ანაზღაურების გაცემის საფუძველია სასამართლოს კანონიერძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს დამზღვევის პასუხისმგებლობისდადგომას მესამე პირთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე; ამასთან, ანაზღაურებისგაცემის საფუძველი არ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც დამზღვევი საქმის სასამართლოგანხილვის ეტაპზე თავად ცნობს სარჩელს ან მის ნაწილს, მზღვეველთან წინასწარი წერილობითიშეთანხმების გარეშე;
- თუ დამზღვევის/მოსარგებლის გარდაცვალების გამო ან სხვა მიზეზთა გათვალისწინებით,სადაზღვევო ანაზღაურებას იღებს სხვა პირი, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მოსარგებლისმიერ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლებამოსილებას, არის სამკვიდრო მოწმობა,რომელიც განსაზღვრავს მემკვიდრის წილს მამკვიდრებლის სამკვიდროში;
- მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი.
2.1.8. არ დაიწყოს დაზიანებული ავტომობილის შეკეთება, სანამ მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ დაათვალიერებს, შეაფასებს და გასცემს წერილობით თანხმობას ავტომობილის შეკეთების შესახებ;
2.1.9. სრული ზარალის/განადგურების შემთხვევაში ავტომობილზე საკუთრების უფლების მზღვეველზე გადასაცემად უზრუნველყოს ავტომობილის მფლობელობასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის, საურავისა და ხარჯის დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ხარჯები გამოაკლდება მზღვეველის მიერ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობას;
2.1.10. უზრუნველყოს სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების დოკუმენტზე ხელმოწერა პირადად და/ან პოლისით გათვალისწინებული მოსარგებლის მიერ;
2.1.11. ყველა უფლებამოსილ მძღოლს და მოსარგებლეს გააცნოს დაზღვევის წინამდებარე პირობები;
2.1.12. შეასრულოს მზღვეველის მოთხოვნები, არ გაართულოს და ხელი შეუწყოს მზღვეველს დაზღვევის პირობით განსაზღვრული უფლებამოსილების და მზღვეველის საქნმიანობის განხორციელებაში;
2.1.13. მზღვეველს წარუდგინოს საკუთრების უფლების ან სხვა ქონებრივი ინტერესის დამადასტურებელი საბუთი განადგურებულ, დაკარგულ ან დაზიანებულ ქონებაზე, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტში;
2.1.14. დამზღვევის/მოსარგებლის მიერ ნებისმიერი მესამე პირისგან კომპენსაციის მიღების შემთხვევა, შეატყობინოს მზღვეველს, ამასთანავე ასანაზღაურებელი თანხა შემცირდება მიღებული კომპენსაციისა და ფრანშიზის ოდენობების შორის უდიდესით;
2.2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი/მოსარგებლე უფლებამოსილია:
2.2.1. საკუთარი ხარჯით მოითხოვოს ექსპერტიზის ჩატარება იმ ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც აქვს საექსპერტო შეფასების უფლება;
2.3. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი ვალდებულია:
2.3.1. მიიღოს და განიხილოს დამზღვევის განაცხადი ზიანის დადგომის შესახებ;
2.3.2. შეადგინოს სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების დოკუმენტი და განსაზღვროს სადაზღვევო ანაზღაურების თანხა, დაზღვევის პოლისის პირობების შესაბამისად;
2.3.3. გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების დოკუმენტზე მხარეთა ხელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ამ პირობებით დადგენილი წესით (თუ წინამდებარე პირობების გარდა მხარეების მიერ დამატებითი შეთანხმებით სხვა ვადები არ არის გათვალისწინებული); ამასთან, თუ კომპეტენტური ორგანოები ფლობენ მასალებს ან საფუძვლიან ვარაუდს, რომელიც მზღვეველს აძლევს საფუძველს, უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, მზღვეველს აქვს უფლება გადაავადოს ანაზღაურების გაცემა საჭირო ვითარების გარკვევამდე. ამ შემთხვევაში, მზღვეველი დამზღვევს (დაზღვეულს) წარუდგენს გადავადების საფუძვლად არსებულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას;
2.3.4. მესამე პირის, მძღოლისა და მგზავრის უბედურ შემთხვევისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა უნდა განხორციელდეს დამზღვევის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ;
2.4. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი უფლებამოსილია:
2.4.1. გაგზავნოს შესაბამისი შეკითხვები კომპეტენტურ ორგანოებში;
2.4.2. დაათვალიეროს ავტომობილი და შეადგინოს დაზიანებული ავტოტრანპორტის დათვალიერების აქტი;
2.4.3. მოითხოვოს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება მზღვევლის მიერ დანიშნულ ექიმთან. ამგვარი გამოკვლევები ჩატარდება მზღვეველის ხარჯებით და არ იქნება გამოკლებული ანაზღაურების ლიმიტიდან;
2.4.4. საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს სამედიცინო ინფორმაცია იმ ექიმებისგან, რომლებსაც დაშავებულისათვის სხვადასხვა დროს ჩაუტარებიათ სამედიცინო გამოკვლევა ან მკურნალობა. დაშავებული ვალდებულია, ნება დართოს ექიმს, გადასცეს მზღვეველს მოთხოვნილი ინფორმაცია (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია არ აუნაზღაუროს დაშავებულს ზარალი; ანაზღაურების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტები.
2.4.5. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, დანიშნოს (საკუთარი ხარჯებით) ექიმი/ექსპერტი სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად.
2.4.6. ჩაატაროს ექსპერტიზა;
2.4.7. ავტოტრანსპორტის სრული ზარალის/განადგურების ან ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისას დამზღვევისგან მოითხოვოს დაზღვეული ავტომობილის/დაზიანებული ნაწილების გადაცემა მზღვეველის საკუთრებაში;
2.4.8. გადაავადოს სადაზღვევო ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თუ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან, მზღვეველი უფლებამოსილია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისცეს თანხმობა დამზღვევს მზღვეველის მხარეთა მიერ შეთანხმებული კალკულაციის საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაზიანებული ავტოტრანსპორტის შეკეთება;
2.4.9. დამზღვევის თანხმობით, მისი სახელით თავის თავზე აიღოს დამზღვევის უფლებების დაცვა ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში და ამ მიზნით მიიღოს სათანადო დოკუმენტაცია და უფლებამოსილება;
2.4.10. არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება მხოლოდ დამზღვევის მიერ მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ კომპეტენტური ორგანოების მიერ შეუძლებელია შემთხვევის გამომწვევი ვითარების დადგენა და შესაბამისად ვერ ხდება სადაზღვევო რისკის დადგომის ფაქტის დადგენა. ნებისმიერ ეჭვი და დაუდგენელი ფაქტი მოქმედებს მზღვეველის სასარგებლოდ.
2.4.11. გასცეს სადაზღვევო ანაზრაურება დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგანი დაზიანებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტაციის გარეშე მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- სტიქიური მოვლენებით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებისას;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის (მოძრაობის) დროს საქარე მინის დაზიანებისას;
- 2.4.12. დამზღვევის/დამზღვევის სახელით მოქმედი პირის მიერ წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულივალდებულებების შეუსრულებლობისას, მზღვეველს აქვს უფლება უარი განაცხადოს სადაზღვევოანაზღაურებაზე;
3.საერთო გამონაკლისები
3.1. ზიანი/ზარალი ანაზღაურებას არ ექვემდებარება ან/და უკვე ანაზღაურების შემთხვევაში უკან დაბრუნებას ექვემდებარება, თუ:
3.1.1. ზიანთან/ზარალთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი გაწეულ იქნა მზღვეველთან წინასწარი წერილობით შეთანხმების გარეშე;
3.1.2. ზიანი/ზარალი გამოიწვია ავტომობილის ან/და მისი ცალკეული ნაწილების/დეტალების გაუმართაობამ ან დაზღვეული ავტომობილი მართვისას გამოუსადეგარ ან/და შეუსაბამო მდგომარეობაში იმყოფებოდა;
3.1.3. ზარალი გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევამდე არსებული მიზეზით/დაზიანებით;
3.1.4. დაზღვეულ ავტომობილს მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც დაზღვეული ავტომობილი გაიტაცეს ან მოიპარეს;
3.1.5. ზარალი/ზიანი მოხდა უფლებამოსილი მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს (მიუხედავად იმისა, ზარალი დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობით დადგა თუ მესამე პირის ბრალეულობით);
3.1.6. ავტოტრანსპორტი გამოიყენებოდა ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანის/ტვირთის გადაზიდვის მიზნით ან ავტოტრანსპორტი იყო გაქირავებული, თუ ამგვარი გამოყენება წინასწარ არ არის შეთანხმებული მზღვეველთან და მითითებული სადაზღვევო განაცხადში;
3.1.7. ზიანი/ზარალი გამოწვეულია ავტომობილის, როგორც ტვირთის ტრანსპორტირებით ნებისმიერი სახის ტრანსპორტი, მათ შორის ჩატვირთვა/გადმოტვირთვით, ლაფეტით გადაზიდვით ან ბუქსირით გადაადგილებით;
3.1.8. ზარალი/ზიანი გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის/გადაადგილების/განთავსების დროს;
3.1.9. ზარალი/ზიანი გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ თვითმკვლელობით ან თვითმკვლელობის მცდელობით;
3.1.10. ზარალი/ზიანი გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის მონაწილეობით ნებისმიერი სახის რბოლაში ან ნებისმიერი სახით გამოცდისას (მათ შორის Off Road, Test Drive);
3.1.11. დამზღვევი/მოსარგებლე/უფლებამოსილი მძღოლი განზრახ გამოიწვევს ან შეეცდება, გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა ან რაიმე ხერხით გააყალბებს ან შეეცდება, გააყალბოს რაიმე დოკუმენტაცია;
3.1.12. დამზღვევის მიერ სადაზღვევო განაცხადში მითითებული/სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული რომელიმე ინფორმაცია აღმოჩნდა არასწორი/არაზუსტი;
3.1.13. დამზღვევი/მოსარგებლე უარს განაცხადებს მზღვეველისათვის ზიანზე პასუხისმგებელი მესამე პირის მიმართ რეგრესული მოთხოვნის უფლების გადაცემაზე ან ასეთი უფლების გამოყენება შეუძლებელი გახდა დამზღვევის/მოსარგებლის ქმედებით;
3.1.14. დამზღვევის/მოსარგებლის/უფლებამოსილი მძღოლის მიერ სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი პასუხისმგებლობა მაინც იგულისხმებოდა უხელშეკრულებოდ;
3.1.15. ზარალი/ზიანი წარმოიშვა დაზღვეული ავტომობილის ყოფნისას/მართვისას სამშენებლო ტერიტორიაზე/მოედანზე; აეროპორტის/აეროდრომის ტერიტორიაზე რომელიც განკუთვნილია თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენად/გადასაადგილებლად/სადგომად/მომსახურებისათვის განკუთვნილ გზად, ტერმინალისთვის, საბაჟო შემოწმებისათვის;
3.1.16. ზარალი/ზიანი გამოწვეულია იონიზირებული რადიაციით, ბირთვული აფეთქებით, რადიოაქტიური ან ნებისმიერი სხვა ნივთიერებით დაბინძურებით;
3.1.17. ატომური, ბირთვული, რადიაქტიური, ტოქსიკური, ფეთქებადი ან სხვა სახიფათო და ფეთქებადი ნივთიერების ტრანსპორტირებით;
3.1.18. ზარალი/ზიანი გამოწვეულია გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ომით; შემოჭრით, საომარი მოქმედებით; სამხედრო ან უზურპატორული ძალაუფლების გამოყენებით;
3.1.19. ზარალი გამოწვეულია აჯანყებით, გაფიცვით ან სამოქალაქო მღელვარებით;
3.1.20. ზარალი გამოწვეულია ტერორისტული აქტით ან მისი მცდელობით;
3.1.21. ზარალი/ზიანი გამოწვეულია ნებისმიერი ქმედებით, რომლის შედეგადაც მზღვეველს უფლება აქვს უარი განაცხადოს ზარალის ანაზღაურებაზე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
4.საფრთხის გაზრდა
4.1. პოლისის მოქმედებისას, დამზღვევი/დამზღვევის სახელით მოქმედი პირი ვალდებულია, როგორც კი გახდება მათთვის ცნობილი შეატყობინოს მზღვეველს საფრთხის გაზრდის შესახებ, რომელიც აღმოცენდა პოლისის გაცემის შემდეგ (მაგ.: ავტოტრანსპორტის გასხვისება, სადაზღვევო რისკის ხარისხის გაზრდა, უფლებამოსილი მძღოლის შეცვლა-დამატება, ავტომობილის გასაღების ან სიგნალიზაციის პულტის დაკარგვა, დამზღვევის ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის ცვლილება, დამზღვევის მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილება და ა.შ.);
4.2. თუ დამზღვევმა/დამზღვევის სახელით მოქმედმა პირმა განზრახ გამოიწვია საფრთხის გაზრდა, მზღვეველი უფლებამოსილია შეწყვიტოს პოლისი წინასწარი შეტყობინების ვადის დაცვის გარეშე;
4.3. საფრთხის გაზრდის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, მზღვეველს უფლებამოსილია მოვითხოვოს პოლისით გათვალისწინებული პირობების შეცვლა, პრემიის გაზრდა ან პოლისის შეწყვეტა;
4.4. თუ დამზღვევი უარს აცხადებს პოლისის პირობების შეცვლაზე ან დამატებითი პრემიის გადახდაზე, პოლისი წყვეტს მოქმედებას საფრთხის გაზრდის მომენტიდან;
4.5. მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა საფრთხის გაზრდა, მზღვეველი უფლებამოსილია პოლისის მოქმედების ვადაში შეამოწმოს დაზღვეული ავტომობილის მდგომარეობა, ასევე დამზღვევის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობა, ამასთანავე დამზღვევი/დამზღვევის სახელით მოქმედი პირი ვალდებულია ნებისმიერ დროს უზრუნველყოს მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ავტომობილის დათვალიერება;
5.სადაზღვევო პრემია, მისი გადახდის წესი და პირობები
5.1. სადაზღვევო პრემიის ოდენობა და სადაზღვევო პრემიის გადახდის პირობები (გრაფიკი) მითითებულია დაზღვევის პოლისის სერთიფიკატში;
5.2. პრემიის სრულად ან პირველი შენატანის გადახდამდე მზღვეველი თავისუფლდება წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან, რაც ამავე დროს, არ ათავისუფლებს დამზღვევს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან;
5.3. პრემიის გადახდა უნდა მოხდეს:
5.3.1. ლარით, გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით;
5.3.2. პრემიის გადახდის პირობების (გრაფიკის) მიხედვით, მზღვეველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი შეტყობინებისა და ინვოისის წარდგენის გარეშე, შესაბამისად, მზღვეველის მიერ ინვოისის წარუდგენლობა არ ათავისუფლებს დამზღვევს თანხის გადახდის მოვალეობისაგან;
5.3.3. მომდევნო სამუშაო დღეს, თუ პრემიის გადახდის დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს;
5.4. პრემიის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, პოლისში მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით;
6.სადაზღვევო პერიოდი და დაზღვევის (დაფარვის) ტერიტორია
6.1. სადაზღვევო პერიოდი მითითებულია დაზღვევის პოლისის სერთიფიკატში;
6.2. დაზღვევის პოლისის სერტიფიკატში მითითებული დაზღვევის პერიოდის ამოქმედებისათვის აუცილებელია დამზღვევის მიერ ავტომობილის წარმოდგენა მზღვეველისათვის ფოტოების გადასაღებად. დასურათება დაზღვევის მიზნებისათვის უნდა განხორციელდეს არაუადრეს დაზღვევის პოლისის სერტიფიკატში მითითებული პერიოდის დაწყების თარიღისა. სადაზღვევო შემთხვევისას თუ დადგინდა, რომ ავტომობილი არ არის დასურათებული, აღნიშნული წარმოადგენს მზღვეველის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს;
6.3. დაზღვევის (დაფარვის) ტერიტორია მითითებულია დაზღვევის პოლისის სერთიფიკატში, გარდა შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი და/ან ოკუპირებული ტერიტორიებისა, მაგრამ სექცია II და III-სთვის და ასევე სექცია I-ით გათვალისწინებული რისკებისთვის გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისა მხოლოდ საქართველო;
7.დაზღვევის პოლისის ვადამდე შეწყვეტის პირობები
7.1. პოლისის მოქმედება ავტომატურად უქმდება/ვადაზე ადრე შეწყდება:
7.1.1. თუ მოხდა სადაზღვევო თანხის/ლიმიტის სრული ანაზღაურება;
7.1.2. თუ დაზღვეულმა ავტომობილმა შეწყვიტა თავისი არსებობა;
7.1.3. თუ დაზღვეული ავტომობილი გასხვისდა;
7.1.4. თუ დამზღვევის/დამზღვევის სახელით მოქმედი პირის მიერ განზრახ არასწორად არის მოწოდებული ინფორმაცია არსებითი გარემოებების შესახებ ან/და ეს ინფორმაცია გაყალბებულია ან/და თუ დამზღვევის მიერ დამალულია ინფორმაცია არსებითი გარემოებების შესახებ;
7.1.5. თუ დამზღვევმა/დამზღვევის სახელით მოქმედმა პირმა განზრახ გამოიწვია საფრთხის გაზრდა ან დროულად არ შეატყობინა მზღვეველს საფრთხის გაზრდის შესახებ;
7.1.6. დამზღვევის/დამზღვევის სახელით მოქმედი პირის მიერ სადაზღვევო შემთხვევის გაყალბების აღმოჩენის შემთხვევაში;
7.1.7. თუ დამზღვევი/დამზღვევის სახელით მოქმედი პირი არ შეასრულებს დაზღვევის პოლისით გათვალისწინებულ პირობებს, გაართულებს ან ხელს შეუშლის მზღვეველს დაზღვევის პოლისით განსაზღვრული უფლებამოსილების ან მზღვეველის საქნმიანობის განხორციელებაში;
7.1.8. პოლისით გათვალისწინებულ ვადებში სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში.
7.2. წინამდებარე პირობების 7.1.4 - 7.1.8 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების დადგომის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია, თავისი არჩევანისამებრ, შეწყვიტოს იმ სადაზღვევო პოლისის მოქმედება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მითითებულ პუნქტებში ჩამოთვლილი დარღვევა/დარღვევ(ებ)ი.
7.3. წინამდებარე პირობების 7.1.21 - 7.1.8 პუნქტებით გათვალისწინებული ვადამდელი შეწყვეტის შემთხვევაში, მზღვეველი იტოვებს სადაზღვევო პრემიის ნაწილს იმ დროის პროპორციულად, რომლის განმავლობაშიც მოქმედებდა დაზღვევა, ხოლო დამზღვევის დამატებითი პასუხისმგებლობა განისაზღვრება წინამდებარე პირობების მე-8 მუხლით;
7.4. თუკი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მზღვეველის მიერ მოხდა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, მაშინ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ვადამდელი შეწყვეტის შემთხვევაში მოქმედებს წინამდებარე პირობების 8.4.5 პუნქტით დადგენილი წესი, ასევე, მზღვეველი არ არის ვალდებული დააბრუნოს სადაზღვევო პრემია;
7.5. თუ დამზღვევს სურვილი აქვს გააუქმოს პოლისი, ის ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მზღვეველს პოლისის გაუქმების შესახებ 1 (ერთი) თვით ადრე;
7.6. წინამდებარე პირობების 7.1.4 და 7.1.7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პოლისის შეწყვეტს შესაძლებელია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოებამ, რომლის შესახებაც დაირღვა ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება, გავლენა მოახდინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე ან/და მზღვეველის მოვალეობის შესრულებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან.
7.7. მზღვეველი უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს პოლისი, რის შესახებაც წერილობით შეატყობინებს დამზღვევს გაუქმებამდე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში დასაბრუნებელი პრემია დაანგარიშდება ჯამური პრემიიდან გამომუშავებული ნაწილის გამოკლებით და დაუბრუნდება დაზღვეულს შეწყვეტიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში;
7.8. თუ დაირღვა წინამდებარე პოლისთან დაკავშირებით პრემიის გადახდის პირობები (სრული პრემია ან რომელიმე შენატანი დროულად ან დადგენილი ოდენობით არ იქნა გადახდილი), მზღვეველი თავისუფლდება დაზღვევით ნაკისრი მოვალეობის შესრულებისგან დამზღვევისთვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე, ვადაგადაცილების თარიღიდან მე-14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის დასრულებისთანავე. პრემიის გადახდის პირობების დარღვევიდან არაუმეტეს ზემოაღნიშნულ 2 (ორი) კვირიან ვადაში დამზღვევის მიერ გადახდის გრაფიკის აღდგენის და პირგასამტეხლოს გადახდის შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთობა გაგრძელდება წინამდებარე პირობების მიხედვით, ამასთანავე მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს გრაფიკის აღდგენამდე მომხდარი სადაზღვევო შემთხვევა;
7.9. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულების 7.8 პუნქტით გათვალისწინებული ვადაგადაცილების 2 (ორი) კვირიანი ვადის ამოწურვიდან 30-ე (ოცდაათი) დღეს ხელშეკრულება ითვლება მზღვეველის მიერ ცალმხრივად შეწყვეტილად, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული 2 (ორი) კვირიანი ვადის ამოწურვის შემდგომ დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას;
8.მხარეთა პასუხისმგებლობა
8.1. მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება წინამდებარე დაზღვევის პირობების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია წერილობით მოითხოვოს დამზღვევისაგან პირგასამტეხლოს გადახდა გადასახდელი პრემიის 0.05%-ს ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის; პირგასამტეხლოს დარიცხვა/ათვლა დაიწყება წერილობით შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. ამასთანავე პირგასამტეხლო გადაიხდება დამატებით, სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების მიუხედავად და პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს დამზღვევს ნაკისრი ძირითადი ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან.
8.3. მზღვეველი არ აანაზღაურებს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარ ზარალს, დამზღვევის ან/და დაზღვეულის მიერ სადაზღვევო შემთხვევის გაყალბების აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია დამზღვევისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლისი (დაზღვევის მოქმედება) და/ან დააჯარიმოს დამზღვევი 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, კონკრეტდება, რომ მზღვეველი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთ ან ერთდროულად ორივე სანქცია, მისი არჩევანისამებრ.
8.4. თუ მოხდება პოლისის ვადამდე შეწყვეტა დამზღვევის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით (მზღვეველის ბრალეულობის გარეშე) ან დამზღვევმა საკუთარი ინიციატივით (მზღვეველის ბრალეულობის გარეშე) ცალმხრივად შეწყვიტა პოლისი, მათ შორის წინამდებარე პირობების 7.6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაშინ:
8.4.1. დამზღვევს არ დაუბრუნდება შეწყვეტის თარიღის გათვალისწინებით გამომუშავებული სადაზღვევო პრემია;
8.4.2. დამზღვევი უპირობოდ გადაუხდის მზღვეველს პოლისის მიხედვით წლიური სადაზღვევო პრემიის 1/12 ნაწილს (დაზღვევის 1 თვის შესაბამისი პრემია). ამ ქვეპუნქტში მითითებული თანხა დამზღვევის მიერ გადახდილ უნდა იქნას პოლისის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში;
8.4.3. დამზღვევი სრულად აუნაზღაურებს მზღვეველს ამ პირობებით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა ჯარიმას ან/და პირგასამტეხლოს, ამ პოლისის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში;
8.4.4. თუკი დამზღვევს წლიური პრემია ერთჯერადად აქვს გადახდილი, მზღვეველი უფლებამოსილია გადახდილი თანხიდან გამოქვითოს გამომუშავებული პრემია, 8.4.2 პუნქტით გათვალისიწნებულ 1 (ერთი) თვის პრემია და 8.4.3 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ჯარიმა ან/და პირგასამტეხლო; გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი თანხა დაუბრუნდება დამზღვევს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში;
8.4.5. თუკი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მზღვეველის მიერ მოხდა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, მაშინ პოლისით გათვალისწინებული პრემია სრულად უნდა აუნაზღაურდეს მზღვეველს პოლისის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
8.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, მხარეები სრულად აუნაზღაურებენ ერთმანეთს ბრალეული ქმედებით მიყენებულ ზიანს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.6. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.ორმაგი დაზღვევა
9.1. დამზღვევი/დამზღვევის სახელით მოქმედი პირი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მზღვეველს ყველა დაზღვევის პოლისის და/ან დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც დადებულია დაზღვევის ინტერესთან დაკავშირებით სხვა სადაზღვევო კომპანიასთან. ამასთან დამზღვევი ვალდებულია მიუთითოს ყველა ასეთი სადაზღვევო კომპანიის სახელწოდება, დაზღვევის ინტერესი, დაზღვეული რისკები და სადაზღვევო თანხის სიდიდე.
9.2. ორმაგი დაზღვევის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია წინამდებარე პირობებითა და შესაბამისი პოლისისათვის მოსარგებლეს აუნაზღაუროს ზარალი ჯამურ სადაზღვევო თანხაში თავისი წილის პროპორციულად.
10.რეგრესი
10.1. სადაზღვევო ანაზღაურების განხორციელების შემდეგ, მზღვეველზე გადმოდის მოთხოვნის უფლება გადახდილი თანხის ფარგლებში, რომელიც დამზღვევს და/ან მოსარგებლეს აქვთ იმ პირის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია ზარალზე.
10.2. დამზღვევი/დამზღვევის სახელით მოქმედი პირი ვალდებულია გადასცეს მზღვეველს ყველა ის საბუთი, მტკიცებულება და ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ზარალზე პასუხისმგებელი მესამე მხარის მიმართ გადმოსული რეგრესული მოთხოვნის უფლების გამოყენებისათვის.
10.3. მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისგან, თუ დამზღვევმა/დამზღვევის სახელით მოქმედმა პირმა უარი განაცხადეს მზღვეველისთვის რეგრესული მოთხოვნის უფლების გადაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ.
10.4. თუ სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ რეგრესული უფლების შესრულება შეუძლებელი გახდა დამზღვევის/დამზღვევის სახელით მოქმედი პირის ქმედებით, მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება.
11.ფორს – მაჟორული გარემოება
11.1. წინამდებარე პირობების საფუძველზე არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა ფარს-მაჟორული გარემოება.
11.2. ფორს-მაჟორული გარემოებების წარმოშობის შესახებ მხარემ დაუყონებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა).
11.3. ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყონებლივ აგრძელებენ წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
11.4. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ვალდებულების შესრულების პერიოდი შეჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება. თუ მხარეების მიერ წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გაგრძელდა ერთ თვეზე მეტ ხანს, თითოეული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს პოლისის მოქმედება, შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით (ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).
12.კანონმდებლობა და იურისდიქცია
12.1. დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე პირობების სექცია II-ით (მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა) გათვალისწინებულ დაფარვასთან მიმართებაში, განიხილება საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში დადგენილი შესაბამისი საქართველოს სასამართლოს მიერ.
13.სასამართლო და დავათა გადაწყვეტა
13.1. წინამდებარე პირობები განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13.2. თითოეული მხარე ვალდებულია უპირობოდ და სრულად აუნაზღაუროს მეორე მხარეს თავისი ქმედებით - ვალდებულებათა შეუსრულებლობით, არასრული/არაჯეროვანი შესრულებით, არაკეთილსინდისიერი ან/და გაჭიანურებული შესრულებით მიყენებული ზიანი (მიუღებელი სარგებელის ჩათვლით) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13.3. მხარეები მიმართავენ მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა მათ შორის წამოჭრილი ყველა უთანხმოება გადაწყვიტონ მოლაპარაკებათა გზით, ხოლო სადაო საკითხების მოლაპარაკებათა გზით გადაჭრის შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავები, პრეტენზიები ან/და წინააღმდეგობები წყდება სასამართლოს განხილვის გზით საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.