Benefits Protector
ჩვენი უნიკალური ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა - Benefits Protector-ი მომხმარებელზე მორგებული, მსოფლიო დაფარვის მქონე სადაზღვევო პროდუქტია, რომელიც ითვალისწინებს არსებულ რეალობას და თითოეული კომპანიის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
აღნიშნული პროდუქტი გავთვალეთ როგორც კორპორატიულ, ასევე მცირე/საშუალო სექტორზე და საშუალებას გაძლევთ შენი კომპანიებს განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ისარგებლო სადაზღვევო დაფარვებითა და პროვაიდერთა თავისუფალი არჩევანით მსოფლიოს მასშტაბით. დანახარჯთა ანაზღაურების სისტემა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიღებულ ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე ერთნაირია.
არსებული ახალი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენმა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ოჯახის ექიმებმა, ბენეფიტსის დაზღვეულთათვის დაიწყეს კოვიდ-19-ის მკურნალობის მონიტორინგი და მართვა.
ბარათებზე ვრცელდება სხვადასხვა პირობები, დაფარვის სქემა მოიცავს:
- პირადი მენეჯერის მომსახურებას;
- ყველა სტაციონარული და მასთან ასოცირებული ხარჯების დაფარვას საერთაშორისო მასშტაბით;
- რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია, ონკოლოგიას;
- ამბულატორიული მომსახურების გლობალური დაფარვას;
- ქრონიკული დაავადებებს;
- სტომატოლოგიურ მომსახურებას სრულად ლიმიტის ფარგლებში;
- ჰომეოპათიური მედიკამენტებს, ბიოლოგიურად აქტიური დანამატებს, იმუნომოდულატორებს, იმუნოსტიმულატორებს;
- მშობიარობისას აყვანილი ექიმის და ექსკლუზიური პალატის ხარჯებს სრულად ლიმიტის ფარგლებში;
- დაავადებათა პროფილაქტიკას ვრცელი ჩამონათვალით მსოფლიოს მასშტაბით;
- ფიზიოთერაპიას;
- ალტერნატიულ სამედიცინო მკურნალობას;
- მედდის მომსახურებას ბინაზე;
- ფსიქიატრიული დაავადებების მკურნალობას.