Benefits Protector ბენეფიტსი მომხმარებლებს უკვე კარიერული რისკების დაზღვევასაც სთავაზობს
Global Benefits დაზღვევის სრულიად ახალ კონცეფციას სთავაზობს მომხმარებლებს Benefits Protector - სადაზღვევო პაკეტი თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს არსებული პრობლემების სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას.
სადაზღვევო შეთავაზება აერთიანებს ჯანმრთელობის დაზღვევის უგამონაკლისო პაკეტს და დაზღვევის შესაძლებლობას მცირერიცხოვანი ორგანიზაციების შემთხვევაში.
ამ დრომდე, არც ერთი სხვა სადაზღვევო პაკეტის შემთხვევაში არ იყო შესაძლებელი 6-ზე ნაკლები თანამშრომლის კორპორატიული სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა.
ინოვაციური სადაზღვევო პაკეტი, არა მხოლოდ მომხმარებლების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, არამედ აზღვევს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული კარიერულ რისკებისა და პასუხისმგებლობას.
Global Benefits, მომხმარებელს, დადასტურებული COVID 19-ით და მისი გართულებებით გამოწვეული, ნაწილობრივ ან მუდმივი შრომისუუნარობით დაკარგული სამსახურის უზურნველყოფას სთავაზობს.
ანაზღაურებას ექვემდებარება დაკარგული სამსახურით მიუღებელი შემოსავლის 80%, ყოველთვიურად 6 თვის პერიოდით, მაქსიმუმ ანაზღაურებადი ლიმიტის ფარგლებში.