ინფორმაცია აქციონერთა საერთო კრების თაობაზე
სს “რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია”-ს (ს/კ: 404526777, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ჭანტურიას ქ., N5, საცხოვრებელი ფართი N3) („საზოგადოება“) გენერალური დირექტორი, საზოგადოების აქციონერებს იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებაზე (“კრება”). კრება გაიმართება 2023 წლის 28 დეკემბერს, დღის 11:00 საათზე, საზოგადოების სათაო ოფისში მისამართზე: გ. ჭანტურიას ქ. N5, თბილისი, 0108, საქართველო.
კრების დღის წესრიგი იქნება შემდეგი:
1. საზოგადოების კაპიტალის გაზრდა;
2. საზოგადოების განახლებული წესდების დამტკიცება;
3. საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების დამტკიცება;
4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევა;
კრების დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ საზოგადოების გენერალური დირექტორისგან, ხოლო განმარტებებისა და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული გენერალური დირექტორის წინაშე, კრებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოებისგან მისამართზე: გ. ჭანტურიას ქ. N5, თბილისი, 0108, საქართველო.
საზოგადოების აქციონერთა 2023 წლის 28 დეკემბრის კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“, 2023 წლის 06 დეკემბერის (კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ მითითებულ რეგისტრატორთან მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 74ა.
კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, შესაბამისი მინდობილობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.