fb client
22/06/2023

ორბი ჯგუფის და ბლოკის უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი ბენეფიტსმა დააზღვია

შპს ორბი ჯგუფის და ბლოკის უპრეცედენტოდ მასშტაბური 300 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სამშენებლო პროექტი „ცენტრალ პარკ თაუერს“ რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტსმა დააზღვია. 

სამშენებლო პროექტის საინვესტიციო მოცულობა 300 მლნ აშშ დოლარია.  მშენებლობის პროცესში დასაქმდება 2500 მდე ადამიანი, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შეიქმნება 2000 ახალი სამუშაო ადგილი.

გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სადაზღვევო პაკეტის ჯამური პრემია 1 მლნ ლარია.

გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას შპს ორბი & ბლოკისთვის სპეციალურად შექმნილი სადაზღვევო პოლისი საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტოდ მსხვილი სამშენებლო რისკების დაზღვევას მოიცავს. დაზღვეულია მშენებლობის პროცესის სრული ციკლი ყველა დამდგარი რისკისგან, რომელიც მოიაზრებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მშენებლობის დასრულების შემდგომ არსებული ხარვეზების გამოვლენას და მის ანაზღაურებას მშენებლობის დასრულებიდან შემდგომი 2 წლის განმავლობაში.

 სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებს  ისეთ რისკებს, როგორიცაა:

  • სამშენებლო-სარემონტო რისკების დაზღვევა
  • მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა
  • მშენებლობის პროცესში კერძო ან სახელმწიფო ქონების დაზიანება
  • სამშენებლო მოედანზე არსებული ტექნიკა
  • ჯანმრთელობა და სხვა

ბენეფიტსის უნიკალური სადაზღვევო პოლისის გადამზღვევლები არიან მსოფლიოში წამყვანი გადამზღვეველი კომპანიები, მათ შორის სადაზღვევო  ბაზარზე ტოპ რეიტინგის მქონე კომპანიები, როგორიცაა Swiss re, Hanover re, polish re;

შპს ორბს, ბლოკსა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტსს ჯორჯიას შორის ყველაზე მასშტაბური სადაზღვევო პოლისის შესახებ  მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი 13 ივნისს  ორბის მშენებარე ობიექტზე გაიმართა.