Global Benefits Georgia 6 წლისაა!
კიდევ ერთი წელი ზრდისა და განვითარებისკენ. საიუბილეო თარიღს ინოვაციური პროდუქტებით,ახალი ფილიალებით და რაც მთავარია თქვენზე ორიენტირებული სერვისებით ვხვდებით!
,,ბენეფიტსში გვჯერა, რომ მხოლოდ ხარისხიანი და უზადო მომსახურებით არის შესაძლებელი თქვენი მრავალწლიანი ნდობისა და ლოიალობის მოპოვება,რაც იმ დიდი ოჯახის შექმნის საწინდარია,რომლითაც ყველა ვამაყობთ. ბენეფიტსის გუნდი მუდამ იზრუნებს თქვენი კომფორტის შექმნასა და მის გაუმჯობესებაზე “- ამ სიტყვებით მიმართა გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ- ნინა კობახიძემ ერთგულ მომხმარებლებს.
2023 წელს კიდევ უფრო დიდი გეგმებით და მასშტაბებით განვაგრძობთ ახალი საინტერესო მიზნებისკენ სვლას! 6 წელია ერთად ვქმნით წარმატების ისტორიას, რასაც თქვენი ნდობა განაპირობებს!წინ კიდევ ბევრი საინტერესო წელია.მადლობა, რომ ხართ გლობალ ბენეფიტსის დიდი ოჯახის წევრი!