fb client
16/02/2023

გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას ბათუმის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა

10 თებერვალს, სასტუმრო „Hilton Batumi“-ში გაიმართა სადაზღვევო კომპანია ,,გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს ბათუმის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, როგორც კომპანიის, ასევე იმ პროდუქტების შესახებ, რომლით სარგებლობასაც მომავალში შეძლებენ.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ნინა კობახიძის განცხადებით, კომპანია მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაფართოებას და კერძოდ აჭარის რეგიონში მოსახლეობისთვის და ბიზნეს სექტორისთვის მრავალფეროვანი სადაზღვევო პოლისების შეთავაზებას, მათ შორისაა:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ქონების დაზღვევა
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ავტოდაზღვევა

10 თებერვლიდან ბათუმის ფილიალი, რომელიც მდებარეობს ფარნავაზ მეფის ქ. N107/109-ში, მზად არის მნიშვნელოვნად დაეხმაროს აჭარის რეგიონის მოსახლეობას, უშუალოდ რეგიონში მიიღონ მაღალკვალიფიციური სადაზღვევო მომსახურება. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს დაზღვევა საერთაშორისო პროდუქტია, რომლის უპირატესობასაც წარმოადგენს პროვაიდერების ფართო ჩამონათვალი, დაფარვის საერთაშორისო არეალი. 

კომპანიის უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში: საერთაშორისოობა, განსხვავებული სადაზღვევო პოლისები, რისკების სწორი მართვა, შექმნილი სიახლის პრაქტიკაში დანერგვა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურეობა. სწორედ ეს განაპირობებს მაღალ სანდოობას ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: საქართველოს რაგბის კავშირი, GIZ, PWC, BDO, ფილიპ მორისი, ზუმერი, საფრანგეთის საელჩო, UGT და ა.შ.