რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

    პროდუქტები

    აქციონერები

    ჩვენს შესახებ

     

    კომპანიის ძირითადი დამფუძნებლები არიან საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „Global Benefits Group” და ქართული ჰოლდინგური კომპანია „GIG” ჯგუფი.











    გლობალ ბენეფიტს ჯგუფი (GBG)

    “Global Benefits Group” არის ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი და წამყვანი გლობალური ბრენდი სიცოცხლის დაზღვევისა და ჯანმრთელობის მიმართულებით. 36 წლიანი გამოცდილების კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. “Global Benefits Group”-ის სადაზღვევო პროდუქტები მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრს, გეოგრაფიული დაფარვის გლობალური ქსელით და გამოირჩევა კლიენტთა მომსახურების განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით.

    მის სამედიცინო პროვიადერთა ქსელში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან 10000-ზე მეტი უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დაწესებულებაა გაერთიანებული. მისი სერვისის მომხმარებლები არიან საერთაშორისო კომპანიები, მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციები, საქველმოქმედო ფონდები და სხვა მრავალი.







    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

    http://gbg.com










    საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG)

    „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („GIG“) 20 წლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. კომპანია ერთერთი მსხვილი დამსაქმებელია (3000-ზე მეტი თანამშრომელი) და ყოველწლიურად გაყიდვებიდან  160 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს იღებს.

    GIG ფლობს დივერსიფიცირებულ ბიზნეს პორტფელს, სადაც მკაფიო აქცენტი კეთდება საქართველოს ენერგო სექტორზე.







    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

    http://gig.ge

    სადაზღვევო პროდუქტთა ვრცელი არჩევანი
    საერთაშორისო დაფარვებით.

    გაიგე მეტი