ATM Safe

ATM Safe უნიკალური პროგრამაა, რომელიც უსაფრთხოებასა და  ისეთ ფინანსურ პლატფორმაზე დაცვას უზრუნველყოფს, როგორიცაა ბანკომატები, მობილური ტელეფონით განხორციელებული ტრანზაქციები, საკრედიტო და სადებეტო ბარათები და სახელფასო გადარიცხვები. ATM Safe-ს ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო დაფარვაც აქვს.  კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე ორგანიზაციებისთვის პროდუქტის მახასიათებლების ინდივიდუალურად მისადაგებაა შესაძლებელი.

 

ATM Safe-ის ფარგლებში, დაზღვეული ბარათის მფლობელს  ბანკომატის ან მსგავსი მოწყობილობის გამოყენებისას წარმოქმნილი ფინანსური ზარალი (დაკარგული ან მოპარული თანხა) სრულად უნაზღაურდება. დაფარვა მთელი წლის განმავლობაში 24/7 საერთაშორისო მასშტაბით მოქმედებს. პროდუქტი   მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მობილური ტელეფონით განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების დაზღვევასაც მოიცავს.

 

ATM Safe სხვადასხვა პროდუქტის შემავსებელი კომპონენტიც შეიძლება გახდეს. მაგალითად: სამოგზაურო ან დაკარგული ბარგის დაზღვევა; შემთხვევითი სიკვდილი; სამედიცინო რეპატრიაცია; საერთაშორისო სამედიცინო დახმარება. ATM Safe ასევე უზრუნველყოფს აღმასრულებელი დონის მენეჯერთა დაცვას კორპორატიული მივლინებებისა თუ ტურისტული მოგზაურობების დროს.

სადაზღვევო პროდუქტთა ვრცელი არჩევანი
საერთაშორისო დაფარვებით.

გაიგე მეტი