მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის პროცედურა

    ჩვენს შესახებ

     

     

    პროცედურა მიზნად ისახავს:

     

     

    • სს. რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიის „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს საცალო სადაზღვევო პროდუქტებთან დაკავშირებით შემოსული პრეტენზიების ზეპირი, წერილობითი და ელექტრონული ფორმ(ებ)ით მიღება/განხილვის პროცესის დარეგულირებას
    • საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის N18 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს პრეტენზიის დაკმაყოფილების სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდება მომხმარებლისთვის

     

     

    პრეტენზია არ მიიღება და მისი განხილვა არ მოხდება წინამდებარე პროცედურით თუ:

     

     

    • პრეტენზიის მიზეზს წარმოადგენს შეფერხებები მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას ან უარი მომსახურების გაწევაზე, რომელიც განპირობებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
    • მზღვეველს განხილული აქვს იმავე კლიენტის ანალოგიური შინაარსის პრეტენზია

     

     

    განხილვის პროცედურა

     

     

    • მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის განაცხადი მიიღება სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს სათაო ოფისში, მისამართზე: პოლიკარპე კაკაბაძის 7ა, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“
    • პრეტენზიის მიღება ხდება მომხმარებლის არჩევანისამებრ, შემდეგი ფორმით : წერილობითი, ელექტრონული  ან/და ზეპირი სახით
    • წერილობითი, მათ შორის ელექტრონული სახით, შემოსული პრეტენზიები აკუმულირდება მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ხარისხის კონტროლის სამსახურში
    • მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ხარისხის კონტროლის სამსახური კოორდინაციას უწევს მზღვეველის მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებს, წერილობითი პასუხების მომზადებას, პრეტენზიის განმცხადებელ პირებზე გადაგზავნას 
    • პრეტენზიის მიღების, განხილვისა და მომხმარებლისათვის პასუხის გაცემის მაქსიმალური ვადაა ხუთი/ათი (5-10) სამუშაო დღე

    პრეტენზიის დაფიქსირება ელექტრონულად შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით complaints@benefits.ge ან ქვემოთ მოცემული ელექტრონული განაცხადის გამოყენებით.

    პრეტენზიის მიღების განაცხადის ფორმა

    რას გთავაზობთ ?

    • ნოვატორულ გადაწყვეტილებებს და ფინანსურ უსაფრთხოებას;

    • პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდს დაპერსონალურ სერვის მენეჯერებს;

    • მულტინაციონალურ დაფარვას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სადაზღვევო პაკეტებს;

    • 36 წლიან საერთაშორისო გამოცდილებას და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდს;

    სადაზღვევო პროდუქტთა ვრცელი არჩევანი
    საერთაშორისო დაფარვებით.

    გაიგე მეტი