სიახლე

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

    Global Benefits Georgia–სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც კავკასიის უნივერსიტეტის უცხოელ და ქართველ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა საქართველოსა და საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლისას ისარგებლონ საერთაშორისო დონის სტანდარტებთან შესაბამისი ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის საუკეთესო პირობებითა და ფასებით.

     

    Global Benefits Georgia-მ სპეციალურად ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის შეიმუშავა სამედიცინო დაზღვევის პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა დაცვას გაუთვალისიწინებელი სამედიცინო ხარჯებისგან, სრულად აკმაყოფილებს წამყვანი უნივერსიტეტების მოთხოვნებს და იძლევა საშუალებას სადაზღვევო სქემა თითოეული სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნას ადაპტირებული. Global Benefits Georgia-ს სადაზღვევო პოლისით სარგებლობისას, მომხმარებელს წვდომა აქვს Global Benefits Group-ის მსოფლიო სამედიცინო ქსელის 10 000-მდე მაღალი სტანდარტის სამედიცინო პროვაიდერთან, სადაც პირდაპირი ანგარიშსწორება ხორციელდება და სტუდენტი თავისუფალია დანახარჯებისა და მათი ანაზღაურების პროცედურებისგან. ასევე მოქმედებს 24 საათიანი მსოფლიო სატელეფონო ასისტანსის GBG Assist-ის ცხელი ხაზი, სადაც მაღალკვალიფიციური პერსონალი უწევს კონსულტაციას და ეხმარება სადაზღვევო პოლისის მფლობელებს სამედიცინო მომსახურების დაგეგმვაში.

    სადაზღვევო პროდუქტთა ვრცელი არჩევანი
    საერთაშორისო დაფარვებით.

    გაიგე მეტი