სიახლე

    სადაზღვევო ბაზრის გლობალური ლიდერები „ AXA“ და Global Benefits Group სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

    სტრატეგიული თანამშროლობის შესახებ კალიფორნიაში, აშშ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით AXA ხელს შეუწყობს Global Benefits Group-ის განვითარებას მოქმედ და ახალ ბაზრებზე შემდეგი სამი მიმართულებით:

    გადაზღვევის მიმართულება: AXA იქნება GBG ჯგუფის მთავარი გადამზღვევი პარტნიორი ჯგუფის ბიზნესის ყველა მიმართულებით.
    რეფერალური პროგრამა: AXA უზრუნველყოფს GBG ჯგუფის საერთაშორისო სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებას თავისი მომხმარებლისთვის, სადაც განსაკუთრებულ აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე გააკეთებს.
    ახალ ბაზრებზე ოპერირება: AXA სუბსიდირებული კომპანიების მეშვეობით ხელს შეუწყობს Global Benefits Group-ს გააფართოოს ოპერირების ქსელი და შევიდეს იმ ბაზრებზე, სადაც ამ მომენტისთვის არ ოპერირებს.

    AXA თავის მხრივ ამ თანამშრომლობის საფუძველზე, მიზნად ისახავს GBG ჯგუფთან პარტნიორობით გააძლიეროს მისი საერთაშორისო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართულებით ფუნქციონირება და წარმომადგენლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

    როგორც Global Benefit Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ დურიშმა 31 მარტს, ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა - AXA-სთან პარტნიორობა ახალ ბაზრებზე შესვლის გარდა, GBG ჯგუფისთვის დამატებითი ფინანსური სტაბილურობის გარანტია.

    აღსანიშნავია, რომ Global Benefits Group-ის რეგიონალური წარმომადგენლობა Global Benefits Georgia გასულ კვირას თბილისშიც გაიხსნა, სადაც დაზღვევისა და რისკების მართვის სრულ ჩამონათვალთან ერთად საერთაშორისო ჯანმრთელობის დაზღვევაც გახდა ხელმისაწვდომი ქართველი მომხმარებლისთვის.
     

    სადაზღვევო პროდუქტთა ვრცელი არჩევანი
    საერთაშორისო დაფარვებით.

    გაიგე მეტი