სიახლე

    მემორანდუმი გაფორმდა

    რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ (Benefits) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) თანამშრომლობას დაზღვევის, დასაქმებისა და ინოვაციური პროექტების დანერგვით იწყებენ

     

    ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ დააზღვევს. მემორანდუმი, რომელსაც „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა, ნინო კობახიძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა ხელი მოაწერეს, ასევე მოიცავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტთა სტაჟირებასა და დასაქმებას, სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის დანერგვას, ერთობლივი პროექტების შექმნასა და წარმოებას საქართველოს რეგიონებში. თანამშრომლობა საგანმანათლებლო, პროფესიული და კვლევითი საქმიანობის სტიმულირებასა და ხელშეწყობასაც გულისხმობს.

     

    აღნიშნული თანამშრომლობით, უცხოელ და ქართველ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოსა და საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლისას ისარგებლონ საერთაშორისო დონის სტანდარტებთან შესაბამისი ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის საუკეთესო პირობებითა და ფასებით.

     

    „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ სპეციალურად ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის შეიმუშავა სამედიცინო დაზღვევის პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა დაცვას გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯებისგან, სრულად აკმაყოფილებს წამყვანი უნივერსიტეტების მოთხოვნებს და იძლევა საშუალებას, სადაზღვევო სქემა თითოეული სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნას ადაპტირებული.

     

    „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სადაზღვევო პოლისით სარგებლობისას, მომხმარებელს წვდომა აქვს Global Benefits Group-ის მსოფლიო სამედიცინო ქსელის 10 000-მდე მაღალი სტანდარტის სამედიცინო პროვაიდერთან, სადაც პირდაპირი ანგარიშსწორება ხორციელდება და სტუდენტი თავისუფალია დანახარჯებისა და მათი ანაზღაურების პროცედურებისგან. ასევე, მოქმედებს 24 საათიანი მსოფლიო სატელეფონო ასისტანსის GBG Assist-ის ცხელი ხაზი, სადაც მაღალკვალიფიციური პერსონალი კონსულტაციას უწევს და სადაზღვევო პოლისის მფლობელებს სამედიცინო მომსახურების დაგეგმვაში ეხმარება.

     

     

    სადაზღვევო პროდუქტთა ვრცელი არჩევანი
    საერთაშორისო დაფარვებით.

    გაიგე მეტი