სიახლე

    ჯანმრთელობის დაზღვევა - თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ინვესტიცია

     

    ცივილიზებულ ქვეყნებში უკვე აღარავინ დაობს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, ეს არ არის ფუფუნება, არამედ გახლავთ მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომლითაც საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას გაუთვალისწინებელი სამედიცინო რისკებით გამოწვეული ფინანსური დანახარჯებისგან დაიცავთ.  

    ჯანმრთელობის დაზღვევა არ არის იაფი სიამოვნება, არც საზღვრებს გარეთ და არც საქართველოში, თუმცა კორპორატიული დაზღვევა ინდივიდუალურ დაზღვევაზე უფრო მეტად ხელმისაწვდომია და უკეთეს სამედიცინო დაფარვებსაც მოიცავს. ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაზღვევა შესაძლოა, არ შედიოდეს ადამიანის პრიორიტეტებში, მაგრამ მეორე მხრივ, ფინანსური დანახარჯების მართვა ერთ-ერთი წამყვანი თემაა,  რის გამოც ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, მიუხედავად თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, უნდა იფიქროს ამ მიმართულებით ყველანაირი რისკისგან თავის დაზღვევაზე.

    რა უპირატესობა აქვს ჯანმრთელობის დაზღვევას?

    • დღევანდელ დღეს, არსებული სამედიცინო სისტემის პირობებში, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელია
    • შეძენილი პოლისის ფარგლებში, რიგი პროფილაქტიკური კვლევების მეშვეობით, რაც სადაზღვევო პოლისის დაფარვებში შედის, შესაძლებელია დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი სამედიცინო ჩარევა, რაც ხშირ შემთხვევაში, აადვილებს სხვადასხვა დაავადებასთან ეფექტურ ბრძოლას და რიგ შემთხვევებში - მათ პრევენციას.
    • იმის გათვალისწინებით, რომ მედიკამენტებსა და ამბულატორიულ-ჰოსპიტალურ მომსახურებებზე ტარიფები სწრაფად იმატებს, დაზღვევის გარეშე სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებაზე დახარჯულმა თანხებმა შესაძლოა, დიდი ზარალი მიაყენოს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას

    უცხოური გამოცდილება

    რას გვეუბნება სადაზღვევო სამყაროს უცხოური გამოცდილება? „მჭირდება თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა?“ - ეს შეკითხვა უამრავ ქვეყანაში აღარ დაისმის. ამის უპირველესი მიზეზი გახლავთ ის, რომ სამედიცინო მომსახურება, განსაკუთრებით, თუკი ის გადაუდებელია, ძალიან მაღალ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება, რომელსაც ბევრი ადამიანი თუ ოჯახი ვერ გასწვდება. მარტივი გამოსავალი ჯანმრთელობის დაზღვევაა, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ამგვარი ხარჯების ანაზღაურებას.

    სადაზღვევო აგენტები ურჩევენ ყველას, ყურადღებით გადახედონ კომპანიების შეთავაზებებს და მათთვის სასურველი პოლისი შეარჩიონ, რომელიც მთლიანად მოერგება მათ საჭიროებებს, იმავდროულად, არჩეული პოლისის ღირებულება სადაზღვევო ლიმიტებთან და სამედიცინო დაფარვებთან მიმართებაში ადეკვატური და ხელმისაწვდომია.  

    როდესაც დაზღვევა არ გაქვთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე ჩივილების არსებობისას ექიმთან მისვლას არ ჩქარობთ, როცა ჩივილები დიდ პრობლემებში გადაიზრდება, სპეციალისტთან ვიზიტი, სამწუხაროდ, შესაძლოა, დაგვიანებული აღმოჩნდეს. ექიმთან რეგულარული ვიზიტი და შესაბამისი პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სერიოზული სამედიცინო პრობლემების პრობლემატიკის პრევენციასა და მათ ადრეულ ვადაზე დიაგნოსტიკაში.  

    კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელო დეტალი - თუკი დაზღვევა არასდროს გქონიათ და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აღმოგაჩნდებათ, სადაზღვევო პოლისის მიღება ასეთ შემთხვევაში ძალიან გაგირთულდებათ, ამიტომაც საზღვარგარეთ ყველას ურჩევნია, თავიდანვე დააზღვიოს საკუთარი ჯანმრთელობა და აიცილოს მოსალოდნელი რისკები... გაცნობიერებული აქვთ, რომ თუკი დღეს გამონახავენ დამატებით სახსრებს სადაზღვევო პოლისის შესაძენად, ხვალ გაცილებით დიდ ხარჯებს ასცდებიან...

     „Global Benefits Georgia“ ტრადიციული ჯანმრთელობის დაზღვევის საერთაშორისო პროდუქტებთან ერთად კორპორატიული და ინდივიდუალური დაზღვევის მსურველთათვის ხელმისაწვდომს ხდის უნიკალურ პროდუქტს - დაზღვევას კრიტიკული დაავადებების დროს, რომელიც ჯანმრთელობის შვიდ მძიმე ნოზოლოგიას/ მდგომარეობას ეხება და ასეთი დაავადებების დიაგნოზის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას ავალდებულებს, მომხმარებელს ერთჯერადად სოლიდური თანხა გადაუხადოს, რომელსაც ის თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს.  

    ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში - ცოტა რამ სტატისტიკის შესახებ

    საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სადაზღვევო პროდუქტია. 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი სადაზღვევო პორტფელში 47%-ით სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია. გასული წლის განმავლობაში, მთლიანობაში, დაახლოებით 140 მლნ. ლარის სამედიცინო დანახარჯები ანაზღაურდა, რაც აბათილებს არსებულ მითს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჯანმრთელობის დაზღვევაში გაღებული თანხა არამიზნობრივი ხარჯია... 2017 წლის ამ მონაცემით კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რა ოდენობის თანხა გაიღო მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიამ მომხმარებელთა სამედიცინო დანახარჯების ასანაზღაურებლად.

    თუკი სტატისტიკაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში, მომატებულია გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები, რომელთა მკურნალობა უდიდეს თანხებს უკავშირდება. ხშირ შემთხვევაში, საშუალო და უფრო დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები ამ დანახარჯების გაღებას ვერ ახერხებენ, რაც მკურნალობის დაწყებას ან გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. სწორედ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მოქმედებდეს სადაზღვევო პოლისი, რომელიც ლიმიტის ფარგლებში შეძლებს საჭირო ხარჯების ანაზღაურებას ნაწილობრივ ან მთლიანად.

    საგულისხმოა, რომ საქართველოში, საკმაოდ ხშირად, ვერ ხერხდება მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება, აუცილებელი ხდება საზღვარგარეთ შესაბამისი კლინიკის მოძიება და უცხოელი ექიმების ჩართვა, რაც ასევე დამატებით, არცთუ მცირე თანხებს უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში Global Benefits Georgia-ს აქვს შესაბამისი პოლისები, რომლებიც სწორედ საზღვარგარეთ მკურნალობას, მკურნალობის დაგეგმვასა და მართვას უკავშირდება და ასეთი მომსახურების მიღებას მეტად ხელმისაწვდომს ხდის.

     

    ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი უამრავი არგუმენტის კვალდაკვალ, კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო დაზღვევას ადამიანის ცხოვრებაში. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევაზე. ჯანმრთელობის დაზღვევა იკავებს კუთვნილ და დამსახურებულ ადგილს პირველადი მოხმარების სხვა საჭიროებებს შორის და იცავს მომხმარებლებს უდიდესი რისკებისგან, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, ისევე, როგორც გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯებისგან.

     

     

     

     

     

     

     

    რეკომენდირებული სიახლეები

    ბლოგი
    სამოგზაურო დაზღვევა „ბენეფიტსისგან“

    ის, რაც ნებისმიერ მოგზაურს სჭირდება

    მეტის ნახვა
    ბლოგი
    კრიტიკული დაავადებების დაზღვევა - თქვენი სიმშვიდის გარანტი!

    როცა საქმე ჯანმრთელობას უკავშირდება, ყველანაირ რისკზე დაფიქრება ნამდვილად ღირს...

    მეტის ნახვა

    სადაზღვევო პროდუქტთა ვრცელი არჩევანი
    საერთაშორისო დაფარვებით.

    გაიგე მეტი