სიახლე

    გაფორმდა მემორანდუმი განათლების საერთაშორისო ცენტრსა და რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ს შორის.

    30 ივნისს განათლების საერთაშორისო ცენტრსა და რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

     

    მემორანდუმის მიზანია კომპანიის მიერ ცენტრის საქმიანობისა და მისიის ხელშეწყობა და ცენტრის ბენეფიციარებისთვის საერთაშორისო სტუდენტური დაზღვევის ექსკლუზიური პირობების შეთავაზება.

     

    ასევე, წლის განმავლობაში, კომპანია ყოველწლიურად უზრუნველყოფს რამდენიმე სტუდენტის დაფინანსებას უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა და სპეციალობები განისაზღვრება განათლების საერთაშორისო ცენტრთან შეთანხმებით.

     

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ.

     

     

    რეკომენდირებული სიახლეები

    სიახლე
    განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწიული კონფერენცია

    21 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწიული კონფერენციისა და საზეიმო მიღების სპონსორი რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ გახდა.

     

     
    მეტის ნახვა
    სიახლე
    კრიტიკული დაავადების დაზღვევა

    Global Benefits Georgia გთავაზობთ კრიტიკული დაავადებების დაზღვევას, რომელიც უნიკალური პროდუქტია ქართულ და რეგიონალურ სადაზღვევო ბაზარზე. პოლისის მომხმარებელს რთული დიაგნოზის დადგენისას შეუძლია მიიღოს ერთჯერადი ფულადი ანაზღაურება განსხვავებული ლიმიტებით (20 000 ევროს ან 50 000 ევროს ოდენობით).

     

     
    მეტის ნახვა

    სადაზღვევო პროდუქტთა ვრცელი არჩევანი
    საერთაშორისო დაფარვებით.

    გაიგე მეტი