სიახლე

    განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწიული კონფერენცია

    21 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწიული კონფერენციისა და საზეიმო მიღების სპონსორი რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ გახდა.

     

    კომპანიის წარმომადგენელმა, ანა გვენეტაძემ, სპეციალურად ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის შემუშავებული პროდუქტი - STUDENT PROTECTOR წარუდგინა სტიპენდიანტებს. პოლისის მფლობელები გეგმიურ ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, 10 000-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ.

     

    პრეზენტაციის ბოლოს სადაზღვევო პოლისის გათამაშება შედგა. გამარჯვებულმა, სალომე ნიკოლეიშვილმა, მოგებული პოლისი მის მეგობარსა და ყოფილ ლექტორს, გიორგი მელიქაძეს გადასცა საჩუქრად. წარმატებებს ვუსურვებთ სალომეს, გიორგის და ყველა სტიპენდიანტს.

     

    „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ პრიორიტეტულ მიმართულებად განათლებას და სტუდენტებისთვის ხელშეწყობას ირჩევს და წარმატებულ კურსდამთავრებულებს კომპანიაში დაასაქმებს.

     

    განათლების საერთაშორისო ცენტრი / iec

     

    სადაზღვევო პროდუქტთა ვრცელი არჩევანი
    საერთაშორისო დაფარვებით.

    გაიგე მეტი