პროდუქტები

    დაზღვევის როლი მშენებლობისას - როგორ შევცვალოთ არსებული სურათი

    საქართველოს დედაქალაქში მასიური, უკონტროლო მშენებლობების პრობლემა უკვე წლებია, დგას. მშენებლობების ხარისხი რეგულარულად არ კონტროლდება. მომხმარებელი ბინის შეძენისას ძალაუნებურად უნდა ენდოს სამშენებლო კომპანიასა და მის დაპირებებს,  რადგან სხვა არჩევანი არ გააჩნია. მომხმარებელი ვერ ჩაერევა მასალების შერჩევაში და არ აქვს შესაძლებლობა, გააკონტროლოს, როგორ შენობას სთავაზობს დეველოპერი, არც იმის გარანტია აქვს, რომ ბინა დათქმულ ვადაში ჩაჰბარდება.  

    ბოლო 10 წლის განმავლობაში 15 000-ზე მეტი ოჯახი დარჩა საცხოვრებლის გარეშე, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკური თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით, უამრავი სამშენებლო კომპანია გაკოტრდა.

    არაერთი შემთხვევის გახსენება შეგვიძლია, როდესაც ახალაშენებული შენობები ჩამოინგრა ან დაზიანდა ან საცხოვრებელი კომპლექსის, კორპუსის თუ საოფისე ფართის დასრულება ვერ მოხერხდა. გარდა გაუკონტროლებელი მასალებისა და მშენებლობისა, ვერ ხერხდება დასაქმებულ მუშათა შრომითი უსაფრთხოების  სრულად დაცვა.

    მშენებლობების სავალდებულო დაზღვევა ევროპაში

    რამდენიმე ათეული წლის წინ მსგავსი პრობლემა ევროპაშიც იდგა, - როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა გაიზარდა, ხელისუფლების წარმომადგენლები ვეღარ ახერხებდნენ უხარისხო მშენებლობებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას, ამიტომ სადაზღვევო კომპანიებისთვის სავალდებულო გახდა მშენებლობაზე არსებული რისკების შეფასება და მათგან თავის დაზღვევა... მოსახლეობასაც ნდობა სწორედ იმ სამშენებლო კომპანიების მიმართ გაუჩნდა, რომლებიც მშენებლობას აზღვევდნენ. ეტაპობრივად, მშენებლობების დაზღვევამ სავალდებულო ხასიათი მიიღო, რაც სახელმწიფოს ხარისხის კონტროლში და მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარა.

    მეტი რისკის დაზღვევა მეტი უსაფრთხოებისთვის!

    დაზღვევის როლი მნიშვნელოვანია,  როდესაც მშენებლობის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. დროთა განმავლობაში საქართველოში სამშენებლო რისკების დაზღვევაზე უფრო მეტი დეველოპერი დაფიქრდა, ვინაიდან დაზღვეული მშენებლობა ზრდის მომხმარებლის ნდობას კონკრეტული კომპანიის მიმართ.  სამშენებლო რისკების დაზღვევისას,  სადაზღვევო კომპანია აფასებს რისკებს, შესასრულებელ სამუშაოს, შეისწავლის კონტრაქტორების გამოცდილებას და განსაზღვრავს, რა სირთულისაა ესა თუ ის მშენებლობა.

    დაზღვევით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სამშენებლო კომპანიებს, ისე მასალების მომწოდებელ კონტრაქტორებს, ინჟინრებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს. რაც უფრო მეტი რისკია დაზღვეული მშენებლობისას, მით უფრო დაცულია როგორც სამშენებლო კომპანია, ასევე მათ მიერ დასაქმებული პერსონალი, კონტრაქტორები და ბუნებრივია, კლიენტებიც.

    მნიშვნელოვანია, რომ  სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას, დაზღვეული რისკების ხდომილების შემთხვევაში, აანაზღაუროს შესაბამისი ზიანის ოდენობა. სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებაში არ შედის ხარისხის კონტროლი.  

    სადაზღვევო კომპანიის ჩარევა სამშენებლო სფეროში, რისკების გამოთვლისა და დაზღვევის კუთხით, დეველოპერს, ერთი მხრივ, აძლევს საშუალებას, მშვიდ ვითარებაში აწარმოოს მშენებლობა, ზედმეტი გართულებებისა და დანაკარგების გარეშე, ხოლო მყიდველს,  მეორე მხრივ - იმის გარანტიას, რომ უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციის დაკარგვის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს.

    რეკომენდირებული სიახლეები

    ბლოგი
    5 რჩევა ავტომფლობელებისთვის

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

    მეტის ნახვა
    ბლოგი
    სამოგზაურო დაზღვევა „ბენეფიტსისგან“

    ის, რაც ნებისმიერ მოგზაურს სჭირდება

    მეტის ნახვა

    სადაზღვევო პროდუქტთა ვრცელი არჩევანი
    საერთაშორისო დაფარვებით.

    გაიგე მეტი