Customer Complaints Procedure

    About Us

     

     

    პროცედურა მიზნად ისახავს:

     

     

    • სს. რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიის „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს საცალო სადაზღვევო პროდუქტებთან დაკავშირებით შემოსული პრეტენზიების ზეპირი, წერილობითი და ელექტრონული ფორმ(ებ)ით მიღება/განხილვის პროცესის დარეგულირებას;
    • საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის N18 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს პრეტენზიის დაკმაყოფილების სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდება მომხმარებლისთვის.

     

     

    პრეტენზია არ მიიღება და მისი განხილვა არ მოხდება წინამდებარე პროცედურით თუ:

     

     

    • პრეტენზიის მიზეზს წარმოადგენს შეფერხებები მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას ან უარი მომსახურების გაწევაზე, რომელიც განპირობებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით;
    • მზღვეველს განხილული აქვს იმავე კლიენტის ანალოგიური შინაარსის პრეტენზია.

     

     

    განხილვის პროცედურა:

     

     

    • მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის განაცხადი (შემდგომში პრეტენზია) მიიღება სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს სათაო ოფისში, მისამართზე: პოლიკარპე კაკაბაძის 7ა, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“
    • პრეტენზიის მიღება ხდება შემდეგი ფორმებით, მომხმარებლის არჩევანისამებრ: წერილობითი, ელექტრონული (შეზღუდვის გარეშე: მზღვეველის კორპორატიული ინტერნეტ გვერდი www.benefits.ge ან/და ელ-ფოსტა - complaints@benefits.ge) ან/და ზეპირი სახით;
    • წერილობითი, მათ შორის ელექტრონული სახით, შემოსული პრეტენზიები აკუმულირდება მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ხარისხის კონტროლის სამსახურში;
    • მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ხარისხის კონტროლის სამსახური კოორდინაციას უწევს მზღვეველის მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებს, წერილობითი პასუხების მომზადებას, პრეტენზიის განმცხადებელ პირებზე გადაგზავნას და ასევე აკონტროლებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან რეგულარული ანგარიშგების პროცესს;
    • პრეტენზიის მიღების, განხილვისა და მომხმარებლისათვის პასუხის გაცემის მაქსიმალური ვადაა ხუთი/ათი (5-10) სამუშაო დღე;

    Application form for claim submission

    What We Offer

    • Innovative Solutions;

    • Financial Stability;

    • Team Comprised of Sector Experts and Highly Professional Individuals;

    • Exceptional Customer Care;

    Wide variety of products
    International coverage.

    More