News

    სამოგზაურო დაზღვევა „ბენეფიტსისგან“

    სამოგზაურო დაზღვევა „ბენეფიტსისგან“ - ის, რაც ნებისმიერ მოგზაურს სჭირდება

    გაზაფხულდა და ტურისტული სეზონის გააქტიურების დროც დადგა. უამრავი ადამიანი უკვე გეგმავს საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობასა და დასვენებას.

    ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებამ საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივა ევროპაში მოგზაურობა. მხოლოდ 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანას საქართველოდან 190 000–ზე მეტი ადამიანი ესტუმრა...

    ყველა ჩვენგანმა მეტ–ნაკლებად კარგად იცის ის წესები, რომლებიც საზღვრის გადაკვეთისას უნდა დაიცვას, სხვა ქვეყანაში სტუმრობისას უნდა გვქონდეს უკან, სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ასევე ჩამონათვალში არის დაზღვევაც, რომელიც მოგზაურობის პერიოდს სრულად უნდა ფარავდეს.

    ამ და სხვა მიზეზების გამო სამოგზაურო დაზღვევას ყველა ჩვენგანი უკვე ავტომატურად იღებს. ყველამ იცის, რომ  ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში უნდა შეიძინოს რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს მისი ჯანმრთელობის დაცვას იმ დღეების განმავლობაში, როცა საკუთარი ქვეყნის გარეთაა.

    მოგზაურობა, მით უმეტეს, ტურისტული მიზნით, იმდენად სასიამოვნო შეგრძნებებსა და მოლოდინებს უკავშირდება, რომ, როგორც წესი, ასეთ დროს ცუდზე არავინ ფიქრობს. ამიტომაცაა, ასე ვთქვათ, „ავტომატურ ღილაკს“ მიბმული სამოგზაურო დაზღვევის შეძენაც. ძირითადად, ნაკლებად ნახულობენ, როგორი პირობებია ასეთი დაზღვევისას და რა უნდა გავაკეთოთ, თუკი საზღვარგარეთ ყოფნისას ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება.

    გვანცა, 35 წლის:

    ადრე სამოგზაურო დაზღვევას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი. რასაც ტურისტული სააგენტო შემომთავაზებდა, უყოყმანოდ ვთანხმდებოდი. უმეტეს შემთხვევაში, ამგვარი დაზღვევები საკმაოდ იაფია. სამოგზაურო დაზღვევის დოკუმენტში, ალბათ, ცოტა თქვენგანს ჩაუხედავს. საბედნიეროდ, მისი გამოყენება ადამიანებს იშვიათად უხდებათ, შესაბამისად, საზოგადოებას არ აქვს ფართო ინფორმაცია მისი სარგებლის ან იმის შესახებ, რამდენად გამოსადეგია ის კონკრეტული შემთხვევებისას.

    არც მე ვიცოდი ეს დეტალები, მაგრამ ცოტა ხნის წინ დავინტერესდი, როცა ჩემს მეგობარს პრობლემა შეექმნა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოგზაურობისას ერთ-ერთ კლინიკაში აღმოჩნდა, დაზღვევა გამოიყენა, თუმცა ჰქონდა გარკვეული შენიშვნები და იმედგაცრუებები.  

    ამის შემდეგ დავფიქრდი ამ თემაზე და გადავწყვიტე, მომეძებნა სადაზღვევო კომპანია, რომელიც მოგზაურობისას რეალურ რისკებს დაფარავდა და საქართველოს საზღვარს იმედიანად და ლაღად გადავკვეთდი.

    ჩემი სამსახურიდან „ბენეფიტსში“ დამაზღვიეს და სწორედ ამ კომპანიისგან შევიტყვე სამოგზაურო დაზღვევის შესახებ, რომელიც მართალია, შედარებით ცოტა მეტი ღირდა, თუმცა ჩემი სიმშვიდისთვის ნამდვილად მიღირდა...“

     „ბენეფიტსის“ ყველა სამედიცინო დაზღვევის პოლისი საერთაშორისო დაფარვისაა და ამ ბარათის მფლობელები მოგზაურობის პერიოდშიც ზუსტად ისევე არიან დაზღვეული უცხო ქვეყანაში, როგორც საქართველოში. ამის მიუხედავად, იმ ადამიანთათვის, ვისაც სურს დამატებით შეიძინოს უფრო კომპლექსური დაფარვა მოგზაურობისას ან სამედიცინო დაზღვევა სხვა კომპანიაში აქვს შეძენილი და მიემგზავრება საზღვარგარეთ, „ბენეფიტსი“ გთავაზობთ სამოგზაურო სადაზღვევო პოლისს, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებული შეთავაზებებისგან მართლაც ძალიან განსხვავდება.

    ვნახოთ, რას მოიცავს ის:

    ამ სამოგზაურო დაზღვევის  მინიმალური ლიმიტი 100 000 დოლარიდან (სტანდარტი 50 000 დოლარია) 1 000 000 დოლარამდე ადის იმის მიხედვით, სად მიემგზავრებით.

    24-საათის განმავლობაში გემსახურებათ პირადი ასისტენტი, რომელიც რამდენიმე ენაზე საუბრობს და მუდმივად მზადყოფნაშია დახმარება გაგიწიოთ.

    დაზღვევა სტანდარტულად ფარავს: (Classic Card)

    1. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზაცია
    2. გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაცია
    3. გაშვებული ფრენა
    4. ფრენის გადადება ან დაგვიანება
    5. ბარგის დაგვიანება ან დაკარგვა
    6. პასპორტის დაკარგვა-დაზიანება
    7. რეპატრიაციის ხარჯი
    8. არასამედიცინო ევაკუაცია ომისა და ტერორიზმის შემთხვევაში

    პროდუქტის ღირებულება დღეში 1.5 დოლარიდან იწყება.

    აქვე დამატებით შესაძლებელია სამოგზაურო დაზღვევის „Classic Card“ ოფციას „ATMSafe დაფარვაც დაამატოთ. „ATMSafe” ფარავს მოგზაურობის პერიოდში სხვადასხვა მიზეზით დაკარგულ თანხას, საფულისა და მასში მოთავსებული ოფიციალური დოკუმენტაციის დაკარგვისას, მათი აღდგენის ხარჯს. ხოლო „ვესტერნ უინიონში“ გეგზავნებათ თქვენი უნიკალური კოდი და გეძლევათ სახარჯო ფული, რომ თანხის გარეშე არ დარჩეთ, სანამ ამ საკითხს მოაგვარებთ.

    აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი მზარდი პოპულარობისაა რეგიონის მასშტაბით და ამ ეტაპზე მისი ძირითადი მომხმარებლები საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური მისიები და მათი წარმომადგენლები არიან, რომელთაც კარგი სამოგზაურო სადაზღვევო პოლისის მნიშვნელობა ძირეულად აქვთ გააზრებული.

     

     

     

     

     

     

    Related news

    Blog
    კრიტიკული დაავადებების დაზღვევა - თქვენი სიმშვიდის გარანტი!

    როცა საქმე ჯანმრთელობას უკავშირდება, ყველანაირ რისკზე დაფიქრება ნამდვილად ღირს...

    See More
    Blog
    რას ნიშნავს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

    მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროდუქტია თანამედროვე დაზღვევის სფეროში.

    See More

    Wide variety of products
    International coverage.

    More