News

    რას ნიშნავს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

    მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროდუქტია თანამედროვე დაზღვევის სფეროში და ნიშნავს, როცა სხვისთვის მიყენებული ზარალის (ფინანსური, ჯანმრთელობის თუ სხვა სახის) ანაზღაურებას, შეძენილი პოლისის ფარგლებში,  საკუთარ თავზე სადაზღვევო კომპანია იღებს. ამ სამკუთხედში, პირველი პირი არის დაზღვეული, მეორე - სადაზღვევო კომპანია და მესამე პირია ის ადამიანი, რომელსაც დაზღვეულის ქმედების შედეგად გარკვეული ზიანი მიადგა.

    ზემოხსენებული დაზღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა გვხვდება ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, მაშინ, როცა მძღოლი ამა თუ იმ ტიპის ზიანს აყენებს სხვა პირს ან მის ქონებას. ამ შემთხვევაშიც ორი სახის ანაზღაურებასთან გვაქვს საქმე:

    1. როცა ადამიანი ფიზიკურად ზიანდება და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯებია დასაფარი
    2. ნაწილობრივ ან მთლიანად არის დაზიანებული სხვა პირის კუთვნილი ქონება

    „ბენეფიტსს“ ამ კუთხით, უკვე მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, საინტერესო მაგალითებიც დაუგროვდა. კომპანიის ერთ-ერთი დაზღვეული გვიყვება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას, რაც მისი მიზეზით იყო გამოწვეული, ავტოდაზღვევის პოლისის შესაბამისად, რომელიც მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებდა, ძალიან გაუადვილდა მოულოდნელ პრობლემასთან გამკლავება. სადაზღვევო კომპანიისგან, ზარალის შეფასების შემდეგ, მან ანაზღაურების სახით 2000 ლარის ფარგლებში დახმარება მიიღო, რითაც მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები აირიდა თავიდან.

    ექსპერტები ავტოდაზღვევის მიმართულებით საქართველოს მოსახლეობის პასიურობას (მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 6%-ია დაზღვეული), პირველ რიგში, ამ კუთხით ინფორმაციის ნაკლებობას მიაწერენ და არა იმდენად ეკონომიკურ ფაქტორს. რასაკვირველია, მანქანასთან დაკავშირებული ყოველთვიური გადასახადი, რომელიც შესაბამის პოლისს უკავშირდება, ხარჯია, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, ის ნებისმიერი ავტომფლობელისთვის აუცილებელია, მომავალში ბევრად უფრო დიდ დანახარჯებს აარიდებს და სარისკო სიტუაციაში სიმშვიდეს შეანარჩუნებინებს, როცა საქმეში სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ავტოდაზღვევის პოლისის შეძენით ავტომფლობელი არა მხოლოდ საკუთარ მანქანასთან დაკავშირებულ დანახარჯებზე ფიქრობს, არამედ მესამე პირზეც, რომელსაც შესაძლოა, თავად მიაყენოს ფიზიკური თუ ფინანსური ზარალი. „ბენეფიტსის“ შეთავაზებით, ავტოდაზღვევის პოლისის ფასი საშუალოდ 60 ლარიდან იწყება.

    მეორე მხრივ, ექსპერტები ასევე აღნიშნავენ იმასაც, რომ ავტოდაზღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარი დაზღვევის მიმართულებით. სტატისტიკაც ამას მიუთითებს, რადგან ავტოდაზღვევის წილი ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება და ასევე მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებებიც, შესაბამისი პაკეტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და არცთუ შორეულ მომავალში საქართველოში ყველა მანქანის დაზღვევა სავალდებულო გახდება.

    2018 წლის 1-ელი მარტიდან, ტრანზიტულ ავტომანქანებზე სახელმწიფომ სავალდებულო დაზღვევა დააწესა, ანუ ავტომანქანის მფლობელი, რომელიც უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებით გადმოკვეთავს საზღვარს, ვალდებულია, შეიძინოს ავტოდაზღვევა. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ვინაიდან ისევ „ბენეფიტსის“ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, კომპანიას ჰქონდა ორი შემთხვევა, როცა მის დაზღვეულს უცხოური სანომრე ნიშნების მქონე მანქანამ დაარტყა, მან საზღვარი ისე გადაკვეთა, რომ ავტომობილის მფლობელისთვის ზარალი არ აუნაზღაურებია, სხვა ქვეყანაში სამართლებრივ დავაში ჩაბმა კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რომელიც ბევრად აღემატება მიყენებულ ზარალს. ამ ცვლილებით, რომელიც ტრანზიტული მანქანების დაზღვევას სავალდებულოს ხდის, საქართველოს გზებზე გადაადგილება, ამ კუთხით, ბევრად უსაფრთხო გახდება.

    მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა ბევრად უფრო საინტერესო პროდუქტია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ზემოთ ხაზი გავუსვით, რომ მისი მთავარი ვექტორი ავტოდაზღვევაზე გადის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისთვის თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის, რომელთაც საქმე აქვთ მესამე პირთან, რომელიც სხვადასხვა დროს შეიძლება იყოს კონკრეტული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის სტუმარი, დამთვალიერებელი თუ მომხმარებელი. თუკი გავიხსენებთ ბოლო დროს საქართველოში მომხდარ შემთხვევებს, ამ ტიპის დაზღვევა მნიშვნელოვანია სხვადასხვა უბედური შემთხვევის დროს, იქნება ეს ხანძარი თუ სხვა ფორსმაჟორი, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობა თუ მათი კუთვნილი ქონება ზიანდება.

    მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა ასევე გულისხმობს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაც, მაგალითისთვის, ის შესაძლოა, გამოიყენოს ექიმმა, არქიტექტორმა, ინჟინერმა და სხვა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელმა, როცა პროფესიული საქმიანობისას მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება შესაბამის პოლისშია გაწერილი.

    კვლავ „ბენეფიტსის“ მაგალითს თუ მოვიშველიებთ, ქიმწმენდის ერთ-ერთმა კომპანიამ სწორედ ზემოხსენებული დაზღვევა გამოიყენა, როდესაც გარკვეული მიზეზის გამო, მომხმარებლის რამდენიმე ძვირადღირებული ნივთი განადგურდა. სადაზღვევო კომპანიამ, საქმის შესწავლის შემდეგ, პოლისის ფარგლებში აანაზღაურა ის ზარალი, რომელიც მომხმარებელს მიადგა, თავად ქიმწმენდის კომპანიამ კი ნაკლები ხარჯი გაიღო.

    არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პასუხისმგებლობას აზღვევენ ისევე, როგორც დაქირავებული პერსონალის წინაშე პასუხისმგებლობასაც. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სამშენებლო სფეროში, სადაც სამუშაო ადგილას ხშირია ადამიანების დაშავების თუ გარდაცვალების ფაქტები...

    ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა გარკვეულ რისკებს უკავშირდება, მათი გამოთვლა და მართვაა სწორედ სადაზღვევო კომპანიების საქმე, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას კი არა მხოლოდ ავტომობილების მფლობელებისთვის, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანისა თუ კონკრეტული კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

     

     

    Related news

    Blog
    სამოგზაურო დაზღვევა „ბენეფიტსისგან“
    See More
    Blog
    კრიტიკული დაავადებების დაზღვევა - თქვენი სიმშვიდის გარანტი!

    როცა საქმე ჯანმრთელობას უკავშირდება, ყველანაირ რისკზე დაფიქრება ნამდვილად ღირს...

    See More

    Wide variety of products
    International coverage.

    More