News

    კრიტიკული დაავადებების დაზღვევა - თქვენი სიმშვიდის გარანტი!

     კრიტიკული დაავადებების დაზღვევა - თქვენი სიმშვიდის გარანტი!

    ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სადაზღვევო პროდუქტია საქართველოში. ამ მხრივ ბაზარი ეტაპობრივად და სტაბილურად ვითარდება. დღეს ჯანმრთელობის დაზღვევით დაინტერესებულია როგორც დასაქმებული, ასევე დამსაქმებელიც. დასაქმებულისთვის, ანაზღაურებასთან ერთად ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფაც მნიშვნელოვანია, როცა სამსახურის შეთავაზებაზეა საუბარი, დამსაქმებლებისთვის კი, საკუთარი თანამშრომლების დაზღვევა, მით უმეტეს, თუკი საქმიანობის არეალი გარკვეულ რისკს უკავშირდება, უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. დაგვეთანხმებით, როცა საქმე ჯანმრთელობას უკავშირდება, ყველანაირ რისკზე დაფიქრება ნამდვილად ღირს...

    ამ თემაზე საუბრისას, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში, რომლებსაც მომხმარებელს სხვადასხვა კომპანია სთავაზობს, არის საგულისხმო განსხვავებები. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმე მძიმე დაავადებებს ეხება. ყველასთვის ცნობილია, რომ ასეთ შემთხვევებში, საქართველოში ძალიან ძნელია საჭირო თანხების მობილიზება და ხშირად, კრიტიკული დაავადების აღმოჩენის დროს მკურნალობისა თუ ოპერაციისთვის განკუთვნილი სახსრების სრულად მოძიება უკიდურესად რთულდება ან შეუძლებელია ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის არსებობის პირობებშიც კი.

     

    კრიტიკული დაავადებების დაზღვევა - ეს გახლავთ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ ექსკლუზიური პროდუქტი, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. ეს პროდუქტი შემუშავებულია „ბენეფიტსის“ დამფუძნებელი, წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის „Global Benefits Group”-ის მიერ. საზღვარგარეთ ამ ტიპის დაზღვევა დიდი ხანია, მიღებულია, ჩვენს ქვეყანაში კი, „ბენეფიტსის“ ძალისხმევით, სწორედ ახლა იკიდებს ფეხს.

    „კრიტიკული დაავადებების დაზღვევა“ - ეს გახლავთ ქართული ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ითვალისწინებს მძიმე და რთული დიაგნოზის/მდგომარეობის დადგენისას (ავთვისებიანი სიმსივნე, ინსულტი, გულის შეტევა, თირკმლის უკმარისობა, მრავლობითი სკლეროზი, კორონარული არტერიის შუნტირება და ძირითადი ორგანოს გადანერგვა) განსხვავებული ლიმიტებით ერთჯერადი ფულადი ანაზღაურების გაცემას დაზღვეული პირისთვის.

    ეს სადაზღვევო პროდუქტი მოიცავს ყველა იმ დაავადებას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ამ კუთხით ლიდერი მსოფლიოში გული-სისხლძარღვთა დაავადებებია, რომლებიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გულის დაავადებების გამომწვევი, სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, გენეტიკური განწყობა და წინაპირობაა.

    რაც შეეხება სიმსივნეებს,  საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2015-2017 წელს სულ 23,152 შემთხვევა დაფიქსირდა,- მათგან ყველაზე ნაკლები 2017 წელს, თუმცა კიბოს სტატისტიკა მაინც საგანგაშო რჩება.

    კრიტიკული დაავადებების დაზღვევის გამოყენება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაშია შესაძლებელი. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ერთჯერადი პრემიის განკარგვა დაზღვეულს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ, არა მხოლოდ მკურნალობის ან ოპერაციის დასაფინანსებლად, არამედ ნებისმიერი სხვა ხარჯისთვის.

    მისი გამოყენება შესაძლებელია 0-დან 65 წლის ასაკამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ, დააზღვიოთ ახლად დაბადებული პატარაც. მნიშვნელოვანია, რომ წლიური პრემია 0-19 წლამდე ბავშვებისთვის მხოლოდ 22 ევროს შეადგენს, რაც ყოველ თვე არასრული 2 ევროა და საკმაოდ მიზერულ დანახარჯს წარმოადგენს მსგავსი პროდუქტისთვის. 19 -65  წლამდე სადაზღვევო პოლისის ღირებულება განისაზღვრება ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში.

    „ბენეფიტსის“ ერთ-ერთი დაზღვეული, 34 წლის მარი გვიყვება, რატომ გადაწყვიტა შვილების, 4 წლის ანასა და 2 წლის მაქსიმეს დაზღვევა სწორედ ამ კუთხით - „დღევანდელ დღეს, როცა უამრავი ცუდი ამბავი გვესმის პატარების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ისეთი ფონია შექმნილი, რომ გადავწყვიტე, ამ პროდუქტით მესარგებლა, მით უმეტეს, ძალიან მცირე თანხის დამატება მომიწია. ჩავთვალე, რომ უმჯობესი იქნებოდა, მქონოდა დამატებითი ფინანსური ბერკეტი, რასაც გამოვიყენებდი რთული დიაგნოზის შემთხვევაში. ადამიანებს ასეთ შემთხვევაში, დიაგნოზის გარდა, თანხების მოძიების პრობლემაც ექმნებათ. ორივე შვილი დავაზღვიე, რაღაც რომ მოხდეს, უფრო იმედიანად ვიქნები!.. გარდა ამისა, რასაკვირველია, თავადაც შევიძინე იგივე პაკეტი იმ მიზეზების გამო, რაც თქვენთან საუბრისას უკვე ჩამოვთვალე...“

    კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შემთხვევაში, ქალებისა და მამაკაცების მიმართ შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმი გამოიყენება. საინტერესოა, რომ ამგვარი დაავადებების განვითარების რისკი ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში სხვადასხვა ასაკს უკავშირდება: ქალების შემთხვევაში - 40-52 წელს, ხოლო კაცების - 50 წლიდან ზევით.  

    დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოკლედ, რა უნდა იცოდეთ დაზღვევის ამ სახეობის შეძენისას:

    ყოველწლიური პრემიის ფასი განისაზღვრება ასაკისა და სქესის მიხედვით

    დაზღვევა შესაძლებელია 0-დან 65 წლამდე

    დაზღვევის შეძენიდან სამი თვის განმავლობაში არ უნდა დაისვას ჩამოთვლილიდან რომელიმე მძიმე დიაგნოზი. (მოქმედებს 3 თვიანი მოცდის პერიოდი)

    ასანაზღაურებელი თანხა დამოკიდებულია კონკრეტულ პაკეტზე, იწყება 20 000 ევროდან და ადის 100 000 ევროზე.

    კრიტიკული დაავადებების დაზღვევის ფულადი პრემიის განკარგვა დაზღვეულს საკუთარი სურვილისა და შეხედულებების შესაბამისად შეუძლია

    ზემოხსენებული დაზღვევის სახეობა, მყიდველის სურვილის გათვალისწინებით, შესაძლოა, პირდაპირ ჩაერთოს „ბენეფიტსის“ ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტებში.

     

     

     

     

    Related news

    Blog
    სამოგზაურო დაზღვევა „ბენეფიტსისგან“
    See More
    Blog
    რას ნიშნავს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

    მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროდუქტია თანამედროვე დაზღვევის სფეროში.

    See More

    Wide variety of products
    International coverage.

    More