News

    განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწიული კონფერენცია

    21 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწიული კონფერენციისა და საზეიმო მიღების სპონსორი რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ გახდა.

     

    კომპანიის წარმომადგენელმა, ანა გვენეტაძემ, სპეციალურად ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის შემუშავებული პროდუქტი - STUDENT PROTECTOR წარუდგინა სტიპენდიანტებს. პოლისის მფლობელები გეგმიურ ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, 10 000-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ.

     

    პრეზენტაციის ბოლოს სადაზღვევო პოლისის გათამაშება შედგა. გამარჯვებულმა, სალომე ნიკოლეიშვილმა, მოგებული პოლისი მის მეგობარსა და ყოფილ ლექტორს, გიორგი მელიქაძეს გადასცა საჩუქრად. წარმატებებს ვუსურვებთ სალომეს, გიორგის და ყველა სტიპენდიანტს.

     

    „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ პრიორიტეტულ მიმართულებად განათლებას და სტუდენტებისთვის ხელშეწყობას ირჩევს და წარმატებულ კურსდამთავრებულებს კომპანიაში დაასაქმებს.

     

    განათლების საერთაშორისო ცენტრი / iec

     

    Related news

    News
    გაფორმდა მემორანდუმი განათლების საერთაშორისო ცენტრსა და „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ს შორის.

    30 ივნისს განათლების განათლების საერთაშორისო ცენტრსა და „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
    მემორანდუმის მიზანია კომპანიის მიერ ცენტრის საქმიანობისა და მისიის ხელშეწყობა და ცენტრის ბენეფიციარებისთვის საერთაშორისო სტუდენტური დაზღვევის ექსკლუზიური პირობების შეთავაზება.

    See More
    News
    კრიტიკული დაავადების დაზღვევა

    Global Benefits Georgia გთავაზობთ კრიტიკული დაავადებების დაზღვევას, რომელიც უნიკალური პროდუქტია ქართულ და რეგიონალურ სადაზღვევო ბაზარზე. პოლისის მომხმარებელს რთული დიაგნოზის დადგენისას შეუძლია მიიღოს ერთჯერადი ფულადი ანაზღაურება განსხვავებული ლიმიტებით (20 000 ევროს ან 50 000 ევროს ოდენობით).

    See More

    Wide variety of products
    International coverage.

    More