News

    ავტოდაზღვევა - პირველადი საჭიროების პროდუქტი

    ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. ის უკვე წლებია, სავალდებულოა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, საქართველოში კი ავტოდაზღვევის განვითარების ტემპი შედარებით ნაკლებია. არადა, თუკი ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ავარიების სტატისტიკას გადავხედავთ, ამ სფეროში დაზღვევას პრიორიტეტებს შორის მოვაქცევდით.

    • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში სულ 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან სიმთვრალით გამოწვეული იყო 160 შემთხვევა.
    • 2017 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 8461 ადამიანი დაზარალდა, 517 კი დაიღუპა.
    • 2016 წელს ავარიების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი უფრო მეტი, 9951–ია, 581 ადამიანი კი დაიღუპა.
    • როგორც მოცემული რიცხვები გვაჩვენებს, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს, კლება დაფიქსირდა, თუმცა მთლიანობაში, სტატისტიკური მონაცემები მაინც საგანგაშო რჩება.  

    ამ ოფიციალური მონაცემების ფონზე, უფრო მეტად პრობლემურია, რომ ქვეყნის სრული ავტოპარკის მხოლოდ 6%–ა დაზღვეული. საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ავტოდაზღვევის პროდუქტის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მომხმარებელთა შორის საკითხის აქტუალობის წინ წამოწევასა და ნდობის მოპოვებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ავტომფლობელთა უმრავლესობამ აღიქვას ავტოდაზღვევა, როგორც აუცილებელი, პირველადი საჭიროების პროდუქტი.

    ავტოდაზღვევის მომხმარების დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

    1. ზოგადად, ქვეყანაში დაზღვევის კულტურისა და სადაზღვევო კომპანიების ნდობის ნაკლებობით.
    2. ავტომფლობელებს არ აქვთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხარჯებს დაზოგავენ და რა რისკებისგან იქნებიან დაცული სხვადასხვა შემთხვევის დროს, რომლებიც მანქანას უკავშირდება.
    3. აქტუალურია ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების საკითხი – ავტოპარკის დიდი ნაწილი მოძველებულია, რაც მათ დაზღვევას ართულებს. ავტოპარკში ბევრია 10 წელს მიღწეული ავტომობილების რაოდენობა.
    4. ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაა, რის გამოც ავტომფლობელების დიდ ნაწილს უჭირს ავტოსადაზღვევო პოლისის შეძენა.

    რით არის მნიშვნელოვანი ავტოდაზღვევა?

    როდესაც ავტოსატრანსპორტი საშუალება არ არის დაზღვეული, ავარიისას დაუცველია როგორც მძღოლის ქონება, ასევე მისი და ავარიაში მონაწილე სხვა პირების ჯანმრთელობაც. დაზღვევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთ დროს, როდესაც მძღოლს ეკისრება დაშავებული მხარის ფინანსური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობით იფარება და შედის ავტოდაზღვევის მთლიან პოლისში.

    Global Benefits Georgia–ს ავტოშეთავაზება

    Global Benefits Georgia-ს ავტოდაზღვევის შეთავაზება მძღოლს სრულად იცავს ავტოსაგზაო შემთხვევების თუ გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული ზიანისგან და ასევე ფარავს მის წინაშე წარმოქმნილ პასუხისმგებლობას სხვა პირებთან მიმართებაში.

    კომპანია განსაკუთრებულ კონკურენტულ სადაზღვევო ტარიფებს სთავაზობს იმ მძღოლებს, ვისაც მართვის მოწმობაზე 100 ქულა ერიცხება და ავტომობილს მოძრაობის წესების დარღვევისა და ჯარიმების გარეშე მართავს და ასევე, სპეციალური შეთავაზებები აქვს ეკო და ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელთათვის, როგორც ბენეფიტი გარემოსა და ჰაერის სისუფთავზე ზრუნვისთვის.

    ავტომობილის დაზღვევა ახლო მომავალში სავალდებულო ხასიათს შეიძენს, თუმცა ამის გარეშეც მნიშვნელოვანია ყველა იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერება, რომელიც მანქანის მართვისას გეკისრებათ. ყველა რისკის გათვლა, ბუნებრივია, შეუძლებელია, მაგრამ სადაზღვევო კომპანიებს, ამ კუთხით, რისკების უმეტესობა გამოთვლილი აქვთ. ავტომობილის დაზღვევა მოგცემთ საშუალებას, საჭესთან უფრო კომფორტულად და მშვიდად იგრძნოთ თავი და აიღოთ პასუხისმგებლობები, რომლებიც მანქანის მართვას ახლავს თან.

    ბედნიერ და რისკებისგან დაზღვეულ მგზავრობას გისურვებთ!

     

     

    Related news

    Blog
    სამოგზაურო დაზღვევა „ბენეფიტსისგან“
    See More
    Blog
    კრიტიკული დაავადებების დაზღვევა - თქვენი სიმშვიდის გარანტი!

    როცა საქმე ჯანმრთელობას უკავშირდება, ყველანაირ რისკზე დაფიქრება ნამდვილად ღირს...

    See More

    Wide variety of products
    International coverage.

    More