News

    5 რჩევა ავტომფლობელებისთვის

         ალბათ თქვენც, სხვა ადამიანების მსგავსად ზაფხულში ავტომობილით ხშირად მოგზაურობთ. მიდიხართ დასასვენებლად ზღვაზე, მთაში, ან თუნდაც მეგობრებთან აგარაკზე. მნიშვნელობა არ ააქვს სად წახვალთ, მთავარია დარწმუნდეთ, რომ თქვენი ავტომობილი ტექნიკურად გამართულია და შეგიძლიათ მშვიდად იმგზავროთ.

     

        ხუთი რჩევა „ბენეფიტს“-ისგან, თუ როგორ მოამზადოთ თქვენი ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის და დაზიანების რისკი შეამციროთ მინიმუმამდე.

     

    • გამოცვალეთ ჰაერის ფილტრი

    ჰაერის ფილტრი უზრუნველყოფს ძრავის ხანგრძლივ მუშაობას. ზამთარში მარილისა და მტვრის ნაწილაკები ხვდება ჰაერმზომზე და აზიანებს მას, რის შედეგადაც ავტომობილი კარგავს სიმძლავრეს და იმატებს საწვავის ხარჯი.

     

    • ხშირად შეამოწმეთ საბურავში წნევის მოცულობა

    საბურავის წნევა იცვლება ტემპერატურის მატებასთან ერთად. ნორმალურ პირობებში საბურავი კარგავს ჰაერის წნევის 0.1 ბარს თვეში, ხოლო ძლიერი სიცხის დროს წნევა კიდევ უფრო კლებულობს და მთელი დატვირთვა საბურავის კედლებზე მოდის.

     

    • შეცვალეთ დაზიანებული ძრავის ღვედი და მილები

    მნიშვნელოვანია, რომ ძრავა არ გადახურდეს!  დაზიანებულმა მილებმა შეიძლება გამოიწვიოს რადიატორში წყლის გაცხელება, რის გამოც მოგიწევთ ავტომობილის გზაზე დიდი ხნით გაჩერება.

     

    • აკონტროლეთ გაგრილების სისტემა

    კიდევ ერთი გზა, რაც უზრუნველყოფს ძრავის გამართულ მუშაობას არის გაგრილების სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა მოძრაობის დროს ხურდება, ყოველთვის არსებობს ლიმიტი და მისი მუდმივი კონტროლი აუცილებელია.

     

    • დარწმუნდით, რომ ავტომობილის კონდინცირება მწყობრშია

    მთავარი მიზეზი, რის გამოც კონდიცირების სისტემა  მწყობრიდან გამოდის ფრეონის არასაკმარისი რაოდენობა ან სისტემიდან ფრეონის გაჟონვაა, რაც ყოველ სეზონზე უნდა გადამოწმდეს.

     

    გახსოვდეთ, რომ „ბენეფიტსი“ ზრუნავს თქვენზე, როცა საქმე თქვენი ავტომობილის სადაზღვევო საჭიროებებს ეხება.

     

    •  ბენეფიტსი გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას!

    Related news

    Blog
    სამოგზაურო დაზღვევა „ბენეფიტსისგან“
    See More
    Blog
    კრიტიკული დაავადებების დაზღვევა - თქვენი სიმშვიდის გარანტი!

    როცა საქმე ჯანმრთელობას უკავშირდება, ყველანაირ რისკზე დაფიქრება ნამდვილად ღირს...

    See More

    Wide variety of products
    International coverage.

    More